26–სა და 27 ივლისს, “ბარსელონა” გაემგაზვრება გერმანიაში, მიუნხენში, რათა მონაწილეობა მიიღოს აუდის თასის გათამაშებაში. ტურნირზე ასევე იასპარეზებს: “მილანი”, “ინტერნაციონალი” და “ბაიერნი”. იმას, თუ რომელი გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს, გადაწყვეტენ მხარდამჭერები.
აუდის თასის გათამაშებას უმასპინძლებს “ალიანს არენა”, სადაც იასპარეზებენ ისეთი გუნდები, როგორებიც არიან: “ბარსელონა”, “მილანი”, “ბაიერნი” და “ინტერნაციონალი”.
ფანები აირჩევენ, ვის შეხვდება “ბარსა”
26 ივლისს, ტურნირის გახსნის დღეს, “ბარსელონა” და “ბაიერნი” დაუპირისპირდებიან “ინტერნაციოლას ან “მილანს”. ფანებზეა დამოკიდებული ვინ ვის შეხვდება. კენჭისყრა შესაძლებელია 7 მაისის 15.30 საათამდე. შემდეგ კი გამოვლინდება “ბარსელონასა” და “ბაიერნის” მეტოქეები.
ბილეთები
ბილეთების გაყიდვა, აუდის 2011 წლის თასის ტურნირში, უკვე დაწყებულია. 1 დღიანი ბილეთი, ანუ ბილეთი, რომლითაც დაესწრები 1 დღეში გამართულ ორივე შეხვედრას, ეღირება, სულ მცირე, 18 ევრო. ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ინტერნეტიდანაც.



