workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩირო იმობილე: ვიმედოვნებ, ერთ დღეს ლეო მესის მაისურს გავუცვლი

ჩირო იმობილე: ვიმედოვნებ, ერთ დღეს ლეო მესის მაისურს გავუცვლი

“ლაციოს” შემტევი, ჩირო იმობილე აღიარებს, რომ სურვილი აქვს, “ბარსელონას” ლიდერის მაისური ხელში ჩაიგდოს.

“ვიმედოვნებ, ერთ დღეს ლეო მესის მაისურს გავუცვლი. კოლექცია მაქვს, თუმცა არგენტინელთან გაცვლა ვერ მოვახერხე,” – ციტირებს ფეხბურთელის სიტყვებს Sport.

იტალიელს მესისთან მაისურის გაცვლის შანსი ერთადერთხელ ჰქონდა – 2015 წელს, თბილისში, ევროპის სუპერ თასზე.

შესაძლოა, ჩირო პირველი ფეხბურთელი გახდეს, რომელიც “ოქროს ბუცისათვის” ბრძოლაში “ლა პულგას” ჰეგემონიას დაასრულებს. როგორც იცით, ლეო ხსენებულ ტიტულს ზედიზედ 3 წელია იგებს.

ამჟამად “ბარსელონას” კაპიტნის ანგარიშზე 19 გოლია, რაც იმობილებს შედეგს 8-ით ჩამორჩება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 20 მარ 2020, 13:44
    #2

    30 წლის ასაკში პიკი აქ იმობილეს, ბრავო ინძაგის,მაგარი გუნდი დააყენა.

  • grizmann
    schedule 20 მარ 2020, 13:36
    #1

    ლაციო შემდეგ წელს ლიგაზე იქნება და იქ თუ შეხვდება და მაშინ გაუცვლის