workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნადალი: ””რეალს” სასწაული არ ჭირდება ”ბარსელონას” დამარცხებისთვის”

ნადალი: ””რეალს” სასწაული არ ჭირდება ”ბარსელონას” დამარცხებისთვის”

ესპანელმა ჩოგბურთელმა, რაფაელ ნადალმა პრესას თავისი მოსაზრება გაუზიარა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარ-ფინალურ მატჩში მადრიდის ”რეალის” შანსებთან დაკავშირებით, იტყობინება ”მარკა”.

მსოფლიოს პირველი ჩოგანი არ მიიჩნევს, რომ მადრიდის ”რეალს” ფინალში გასვლის შანსები არ აქვს.

დაველოდები ამ თამაშში მოვლენების განვითარებას. მე ფეხბურთის დიდი მოყვარული ვარ, ამიტომ ასეთ მატჩს არ გამოვტოვებ. რაც შეეხება ფინალში მადრიდის ”რეალის”  გასვლის შანსებს, ამაში ვერაფერს შეუძლებელს ვერ ვხედავ. ამისათვის მათ სასწაულის მოხდენა არ ჭირდებათ.” – განაცხადა რაფაელ ნადალმა.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ნადალი მადრიდის ”რეალის” ერთგული გულშემატკივარია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward