Telegraph-ის საკმაოდ გამოცდილი და უშუალოდ “ჩელსისთან” დაკავშირებულ სიახლეებზე მომუშავე ჟურნალისტი, მეთ ლოუ, ირწმუნება, რომ ეს სეზონი ესპანელი ნახევარმცველისთვის “”ლურჯების”” რიგებში ბოლო იქნება.
სხვადასხვა ჭორების თანახმად, “ლა მასიის” აღზრდილ ფეხბურთელს ამერიკაში გამგზავრება და იქ თამაში აქვს გადაწყვეტილი.
მაურიციო სარის მწვრთნელობის დროს პედროს გაცილებით დიდი როლი და მეტი სათამაშო დრო ჰქონდა, ფრენკ ლემპარდის მოსვლის შემდეგ კი ეს ყველაფერი უარესობისკენ შეიცვალა.
მიმდინარე სეზონში ესპანელმა მხოლოდ 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა, აქტივში კი 2 გოლი და 3 ასისტი მიითვალა. მიუხედავად ამ არცთუ შედეგიანი სტატისტიკისა, მან “ლივერპულთან” და “ევერტონთან” გამართულ უკანასკნელ შეხვედრებში თავი საკმაოდ შთამბეჭდავად წარმოაჩინა.
2010 წელს მსოფლიოს ტრიუმფატორი ესპანეთის ნაკრების წევრობის გარდა, პედრომ “ბარსელონასთან” ერთად ლა ლიგის 5 და ჩემპიონთა ლიგის 3 ტიტული მოიპოვა. 2015 წელს კი კატალონიური კლუბიდან “ჩელსის” შეუერთდა.
“ლა მასიაში” გატარებული დროის ჩათვლით პედრო “ბარსელონაში” 11 წელი თამაშობდა, მან ლა ლიგის 204 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ყველა ტურნირზე ჯამში 99 გოლი გაიტანა.
“ბარსას” ყოფილმა ფეხბურთელმა L’Esportiu-სთან ადრე მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის ბედნიერი იქნებოდა “კამპ ნოუზე” დაბრუნებით, იმ შემთხვევაში თუ კატალონიელები მისით კვლავ დაინტერესდებოდნენ.

თუ როგორმე მართლაც მოხერხდება, გრიზმანი-დემბელეში მოგვცეს ნეიმარი, მაშინ ამის უფასოდ დამატება საუკეთესო ვარიანტი იქნება. ბოლო ბოლო ლეოსთან მშვენივრად არის შეთამაშებული და არც ადაპტაცია არ დაჭირდება.
რავიცი მე დავფიქრდებოდი ამის მოყვანაზე.საჭირო კაცია გამოცდილი და სკამზე უპრობლემოდ დაჯდება.ფატი ჯერ ძაან პატარაა.20წლამდე გამორიცხეთ მაგის ძირითადი და ეგ რო 20ის გახდება პედრო კი წავა ამასობაში.
ვან დეიკი უმტიტი კულიბალი
დებრუინი დეიონგი
კოუტინიო
დემბელე მესი ნეიმარი .
ესაა ოცნების გუნდი რომელიც ყველაფერს შეჭამს
და ფლანგიდან ნეიმარი და დემბელე დაგიცავენ? ან 10 კაცი რატოა ვინმე გააგდეს? საკმაოდ სუსტი გუნდია არ გეწყინოს. მაგ გუნდს კარგი 9 ნი უნდა, დემბელეს ნაცვლად. კოუს ნაცვლად კანტე ან ვალვერდე და ფლანგის მცველები. მაგალითად არნოლდი და ალაბა
არნოლდი გამომრჩა

დიდ 0ატივს გცემ მაგრამ ვანდეიკი კულიბალი არნოლდი დებრუინი და ნეიმარი რომ ამ ბარსელინას დაუმატო დემბელეს და კოუტინიოს ვერ აიტანს ეს გუნდი?? ვიცი საუკეთესი 11ეულში დემბელეს არაფერი ესაქმება მაგრამ სუბიექტურად დავამატე
ვან დეიკი უმტიტი კულიბალი
დებრუინი დეიონგი
კოუტინიო
დემბელე მესი ნეიმარი .
ესაა ოცნების გუნდი რომელიც ყველაფერს შეჭამს
და ფლანგიდან ნეიმარი და დემბელე დაგიცავენ? ან 10 კაცი რატოა ვინმე გააგდეს? საკმაოდ სუსტი გუნდია არ გეწყინოს. მაგ გუნდს კარგი 9 ნი უნდა, დემბელეს ნაცვლად. კოუს ნაცვლად კანტე ან ვალვერდე და ფლანგის მცველები. მაგალითად არნოლდი და ალაბა
ტერ შტეგენი
ვან დეიკი უმტიტი კულიბალი
დებრუინი დეიონგი
კოუტინიო
დემბელე მესი ნეიმარი .
ესაა ოცნების გუნდი რომელიც ყველაფერს შეჭამს
უფასოდ თუ დაბრუნდება და სკამზე დაჯდება, სკამიდან შემოვა და გაამწვავებს ან თუ დასვენების შანსს მისცემს ძირითადის კაცს, მაშნ იდეალური იქნება
ამ შემთხვევაში, დემბელე+გრიზმანის ნეიმარში გაცვლა შეიძლება პსჟ-თვის
არა მგონია, რომ პარიზელებს ეს ვარიანტი არ აწყობდეთ, ფრანგულ შემტევ ტრიოს ააწყობენ, მსოფლიო ჩემპიონები არიან და ეს ავტორიტეტზეც იმოქმედებს
თან ტუხელს მგონი აწყობს დემბელე, მისი გაზრდილია
გრიზმანი კიდე შემდგარი ვარსკვლავია, მპაპეზე ოდნავ უკან ითამაშებს და სივრცეებს გაუხსნის (ნუ ძალიან ფეხებზე მკიდია პსჟ-ს მომავალი წარმატებები, მაგრამ თავიანთი ინტერესიც ხომ უნდა დაინახონ?)
გასაყიდი დარჩება კოუტინიო და მაგას 50-60 ში როგორ არავინ წაიყვანს?!
Dzaan daupasebelia…YVELA tamashis shecvla sheedzlo
მოიყვანონ ზამენაზე მშვენივრად გამოვიყენებთ