workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”სოსიედადი” – ”ბარსელონა”. საინტერესო ფაქტები

”სოსიედადი” – ”ბარსელონა”. საინტერესო ფაქტები

 – ტიაგო ალკანტარას გოლი ”ანოეტას” სტადიონზე ”ბარსასთვის” მიმდინარე სეზონში, პრიმერას გასვლით მატჩებში 45-ე აღმოჩნდა. რითაც მათი 2008/09 სეზონის რეკორდი მოხსნეს.

 – მარცხი ნიშნავს, რომ ”ბარსელონამ” ვერ შეძლო ”რეალ სოსიედადის” რეკორდის განმეორება. მათ 1979/80 წლის სეზონში 32 მატჩი ჩაატარეს დაუმარცხებლად. ”ბარსას” ერთი თამაში დააკლდა რეკორდის განმეორებამდე.

 – 231 დღე გავიდა 11 სექტემბრის შემდეგ. ამ დღეს უკანასკნლად წააგო ”ბარსამ” პრიმერაში.

 – ტიაგომ პირველ გუნდში მე-4 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში ეს უკვე მისი მე-3 გოლია. ორი გოლი მან თავით გაიტანა.

 – ფომტასმა მიმდინარე სეზონში მეორე მატჩი გამართა ლა ლიგაში. პირველი მატჩი, რომელშიც მან მონაწილეობა მიიღო ”ბარსას” გამარჯვებით, 8:0 დასრულდა.

 – მონტოიამ პრიმერა დივიზიონიში პირველად დაიწყო თამაში ძირითადში (მანამდე ”მალიორკასთან” ითამაშა რამდენიმე წუთი). მატჩის მე-13 წუთზე ტრავმის გამო ის შესაცლელი გახდა.

 – ხეფრებმა როგორც იქნა 90 წუთი გაატარა მოედანზე.

 – ალვეშმა, რომელიც მონტოიას ნაცვლად შევიდა მინდორზე თავისი 150-ე მატჩი გამართა ”ბარსას” რიგებში.

 – კარლეს პუიოლი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე სეზონში განცდილ 6 მარცხში მონაწილეობა არ მიიღო.

 – ”ბარსელონამ” და ”რეალმა” ერთად თამაში 2008/09 სეზონის შემდეგ პირველად წააგეს. 2008 წლის 31 აგვისტოს პრიმერას პირველ ტურში ორივე გუნდმა წააგო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში