“ბარსელონამ” ფუნქციონირება რამდენიმე კვირით ოფიციალურად შეწყვიტა – ფეხბურთისა და სპორტის სხვა სახეობების გუნდებისთვის საკმაოდ ხანგრძლივი პაუზაა დაწყებული. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს კატალონიური კლუბის ყველა გუნდს არ ეხება: “ბარსას” eSport-ის გუნდი დაგეგმილ ტურნირებში მონაწილეობას მაინც მიიღებს.
ელექტრონულ სპორტში, “ბარსელონას” ოფიციალური წარმომადგენლები ორ თამაშში ჰყავს – Rocket League-სა და eFootball PES 2020-ში. ვინაიდან PES-ის ფორმატი მოთამაშეების ერთ დარბაზში სხდომას ითვალისწინებს, Konami-მ ტურნირის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. მეორე გუნდის მოთამაშეები კი ტურნირში მონაწილეობას სახლიდან განაგრძობენ.
კვირას, “ბარსელონა” ევროპა ლიგაზე “მონაკოს” დაუპირისპირდება.
თამაშები Twitch-ისა და YouTube-ის საშუალებით გადაიცემა და ხშირად, მას პირდაპირ ეთერში 100 ათასი ადამიანი უყურებს.


