workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნემანია ვიდიჩი: გვარდიოლამ მესი უკეთესი გახადა

ნემანია ვიდიჩი: გვარდიოლამ მესი უკეთესი გახადა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მცველი ნემანია ვიდიჩი აცხადებს, რომ პეპ გვარდიოლამ ლიონელ მესის თამაშის სტილი უკეთესობისკენ შეცვალა.

“გვარდიოლამ მესი შეცვალა. ადრე ის მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა და ცენტრში გადადიოდა, რაც მას მოსწონდა. ლეო საშიში იყო, მაგრამ პროგნოზირებადი. როდესაც გვარდიოლამ ის ცენტრში გადასწია, მთელმა გუნდმა მესიზე თამაში დაიწყო და ის უკეთესი გახდა.

მესი მცველებს გარემარბებთან ერთად ერთროულად უტევდა. მის წინააღმდეგ ორჯერ მითამაშია და ორივეჯერ დავმარცხდი. რთულია იმის აღიარება, რომ “ბარსელონა” “მანჩესტერზე” უკეთესია. დღემდე რთულია ამის თქმა და აღიარება.” – ციტირებს ვიდიჩის სიტყვებს Footballhd.

გვარდიოლა და მესი “ბალუგრანაში” ერთად 2008-2012 წლებში მუშაობდნენ. მათ ზღაპრული 4 წელიწადი გაატარეს და არაერთი ტიტული მოიგეს, მათ შორის 2-ჯერ ტრებლიც.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • ნელსონ სემედუ
    schedule 14 მარ 2020, 14:48
    #1

    ნომერ 1 ფეხბურთელი და ნომერ 1 მწვრთნელი