როგორც ჩანს, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს UEFA ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გადადებაზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
ცოტა ხნის წინ, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ გაავრცელა განცხადება, სადაც ორგანიზაციის 55 წევრს, ევროპულ ლიგებსა და FIFPro-ს, 17 მარტს, ვიდეოკონფერენციაზე იწვევს. ამ ვიდეოკონფერენციაზე უნდა გადაწყდეს ევროტურნირებისა და ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ბედი.
სწორედ 17 მარტისთვისაა ჩანიშნული ჩემპიონთა ლიგაზე “რეალისა” და “იუვენტუსის” შეხვედრები, თუმცა, ორივე ეს გუნდი, ამ დროისთვის, ჯერ კიდევ კარანტინში იქნება. ერთი დღის შემდეგ კი “ბარსელონამ” და “ნაპოლიმ” უნდა ითამაშონ, მაგრამ ნეაპოლელებს იტალიიდან ესპანეთში ჩასვლის უფლება ჯერ კიდევ არ აქვთ.
იმედია გადადებენ
ვაა, გვარდი რა უიღბლოა, ლიგის გუნდი შექმნა და ახლა ვარდება სეზონი.