workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

გუშინ გაიმართა ლა ლიგის 34–ე ტური, სადაც “რეალ სოსიედადი” მასპინძლობდა კატალონიის “ბარსელონას”. ბასკებმა კატალონიელები 2:1 დაამარცხეს. რამდენიმე ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

 

ტიაგო: “ჩვენ მარცხებით ვსწავლობთ, ეს ფეხბურთის ნაწილია. ჩვენ ვთამაშობდით ძალიან მოტივირებული მეტოქის წინააღმდეგ, რომელსაც დასაკარგი არაფერი ჰქონდა. გუნდი მეორე ტაიმში გადაიღალა და ისეთი აქტიური ვეღარ იყო, როგორც პირველში”.

 

ფონტასი: “ვიცოდით, რომ ძალიან რთული მატჩი იქნებოდა ამიტომაც ოპონენტები დაეუფლნენ 3 ქულას. რთული თამაში იყო და კარგად დავიწყეთ ასპარეზი, გოლიც გავიტანეთ, თუმცა მეორე ტაიმში მეტოქემ გვაჯობა. ამ მატჩამდე არასდროს მითამაშია მარცხენა ფლანგზე, მაგრამ თავს კომფორტულად ვგრძნობდი. სამშაბათს ურთულესი თამაში ელოდება “ბლაუგრანას”, ამიტომაც სრული კონცენტრაცია ახლა მადრიდის “რეალზეა”.

 

პინტო: “ნამდვილად არ ვიცი იყო თუ არა პენალტი, მაგრამ მის აღებასთან ძალიან ახლოს ვიყავი, ხელიც კი შევახე ბურთს, თუმცა მაინც გაეხვა კარის ბადეში. ამაზე ძალიან დამწყდა გული. ახლა ყველანი კონცენტრირებულნი ვართ სამშაბათის თამაშზე. “სოსიედადთან” ფრე ურიგო შედეგი არ იყო, თუმცა პირველი გატანილი გოლის შემდეგ, მათ მოტივაცია შეემატათ”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში