workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Goal: 20 ფეხბურთელი, რომელიც “ოქროს ბურთისათვის” ბრძოლაში ფავორიტია

Goal: 20 ფეხბურთელი, რომელიც “ოქროს ბურთისათვის” ბრძოლაში ფავორიტია

Goal-ი ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს, “ოქროს ბურთისათვის” ბრძოლაში პოტენციურ გამარჯვებულთა ოცეულს აქვეყნებს.

როგორც იცით, 2008 წლიდან ტიტულის ერთპიროვნული მფლობელები ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ იყვნენ. 2018 წელს მათ დომინირებას ბოლო ლუკა მოდრიჩმა მოუღო, თუმცა 2019 წელს თავისი სიტყვა კვლავ “ბარსელონელმა” თქვა და კოლექციას რიგით მე-6 “ოქროს ბურთი” მიამატა.

გთავაზობთ სიას, რომელიც 2020 წლიდან დაფიქსირებულ ინდივიდუალურ შედეგებს ეყრდნობა:

20. იოსიპ ილიჩიჩი;

19. ვირჯილ ვან დაიკი;

18. ჩირო იმობილე;

17. კაზემირო;

16. პაულო დიბალა;

15. მოჰამედ სალაჰი;

14. სერხიო აგუერო;

13. ჯორდან ჰენდერსონი;

12. ბრუნო ფერნანდეში;

11. ტიმო ვერნერი;

10. სერჟ გნაბრი;

9. ნეიმარი;

8. სადიო მანე;

7. კილიან მბაპე;

6. ჯეიდონ სანჩო;

5. ლიონელ მესი,

4. ერლინგ ჰალანდი;

3. კრიშტიანუ რონალდუ;

2. რობერტ ლევანდოვსკი;

1. კევინ დე ბრუინი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • Don_Andresito
    schedule 11 მარ 2020, 15:18
    #5

    სანაკრებო გადაწყვეტს ბევრს, სიტი არ მგონია ლიგის ფავორიტი მარა თუ რამე ქნეს და კევინმა ესე განაგრძო, ტრავმა არ მიიღოს მთავარია, მერე ევრო მოდის, თუ არ გადაიდო მაშინ ნაკრების ლიდერობაც მოუწევს და თუ მაინც რეალის ფეხბუთელობა არაა საჭირო როგორც მოდრიჩის შემთხვევაში კევინს მართლა დიდი შანსი აქვს. მოდრიჩზე 4 თავით მაღალი დონეა ყველაფერში და დღეს თავის პოზიციაზე უკონკურენტოა. ეგეთ პასებს მარტო ლეო აძრობს რასაც კევი აკეთებს. თან ბელგიას აზარი თუ არ ეყოლა (პერესი აღარ ჩაერევა რო რამე შეტენოს) ნაკრების ლიდერიც იქნება უპირობოდ და შანსი აქვს მოკლედ დიდი. კიდე გნაბრის გამოვყოფდი, ლიგაზე იფრინა და ლონდონური გუნდები დაბომბა, ლევა კია ლიდერი მარა ტიპიური გოლეადორები არ უყვართ ისე რო ოქროს ბურთი მისცენ, მაგან ბუცზე გაიწიოს. გნაბრიმ თუ ლიგა მოიგო და მერე ევროზეც გერმანიამ რამე ქნა ეგეც იქნება ფავორიტთა შორის, სამეულშიც შეიძLება მოხვდეს. მესი საკლუბო დონეზე ბევრს ვერაფერს დადებს წელს ალბათ, ნაკრებში კოპა რომც მოიგოს თუ ლიგაზე 1/2 ფინალამდე გავარდა შანსი აღარ ექნება. გაგვათრიოს ლიგაზე და კოპაც დადოს და მერე კი ბატონო. რონალდოს შანსები მცირეა მარა თუ ლიგა მოიგო იუვემ 99% ით აიღებს. ნაკრები მეორე პლანზე გადავა. ჰოლანდი ჯერ ადრეა, რა უნდა ქნას ეგეთი რო ოქრო დადოს, მბაპესაც აქვს შანსი თუ ლიგა ან ევრო მოიგო. სხვა კანდიდატები სასაცილოა. ბრუნო ფერნანდეშმა რა უნდა ქნას რო მოიგოს ოქრო, ევროპის ლიგა დადოს? თუ 4 ულში შევიდეს პრემიერ ლიგაშI 😀 ლიგაზეც კი არაა ტიპი

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 11 მარ 2020, 15:06
    #4

    ვააა,რადგან "ნ" რაოდენობის პენალტები ურტყა ქათამმა მაგიტომაა მესიზე წინ? სიტიმ თუ ლიგა მოიგო დებრუინზე ალალია ოქროს ბურთი,რადგან ეგაა სუპერ ლიდერი გუნდის. მესიმ თუ ოქროს ბუცი(ლალიგაც) და კოპა ამერიკა მოიგო,მაშინ მესი მოიგებს,თუმცა ამ შემთხვევაში დებრუინის ევრო 2020-ზე ნაჩვენებ თამაშსაც გაითვალისწინებენ და თუ ლიგა მოიგო სიტიმ და ევროპა მაღალ დონეზე(მინიმუმ ნახევარფინალი) ჩაატარა დებრუინმა,მაშინ რა თქმა უნდა მაგას მისცემენ.

  • nika 54
    schedule 11 მარ 2020, 15:04
    #3

    ციტატა: M10 S9 D11
    რა ნამუსითაა რონალდო მესიზე წინ?


    საერთოდ რატოა რონალდუ აქ ამ სიაში? იმიტომ რო მისი მოსვლის შემდეგ იუვეს სულ უფრო უჭირს იტალიის ჩემპიონატის მოგება? თუ იმიტომ რო 19 გოლიდან 7 პენალტით გაიტანა? თუ იმიტომ რო რონალდუს მოსვლამდე იუვენტუსი ფინალებამდე მიდიოდა ლიგაზე, და ეხლა 1/4 და 1/2 სანატრელი აქვს? თუ იმიტომ რო სუპერთასი წელს უკვე წააგეს? ალბათ იმიტომ რო ყოველი გამოსვლა იუვეს სტაფისა მთავრდება სიტყვებით: რონალდუ საუკეთესოა მსოფლიოში და მან უნდა აიღოს ოქროს ბურთი. ეტყობა ეგ კონტრაქტში ჩააწერინა იმ ვითომ ფეხბურთელმა.

    ციტატა: BarcelonaFanTV
    რა მაინტერესებს იცით, ეს ნუმერაცია შანსების მიხედვითაა, ანუ პირველი ნომრით ყველაზე სავარაუდოა თუ ისეა უბრალოდ???


    ნუმერაცია იმას ნიშნავს რო 1-საუკეთესოა, მე-20 სი–რი. ანუ ვან დეიკი რო მე-20-ეა არც არის გასაკვირი. ამ ბოლო დროს ლივერპულის შედეგები ამაზე ლაპარაკობს.

  • M10 S9 D11
    schedule 11 მარ 2020, 14:53
    #2

    რა ნამუსითაა რონალდო მესიზე წინ?

  • Z.TS
    schedule 11 მარ 2020, 14:50
    #1

    სიტი ლიგას დებრუინი კი ოქროს ბურთს მოიგებს