workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” სამიზნისთვის ბრძოლას “მანჩესტერ სიტი” ლიდერობს

“ბარსელონას” სამიზნისთვის ბრძოლას “მანჩესტერ სიტი” ლიდერობს

მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონას” ხშირად უკავშირებდნენ, მილან შკრინიარი, სავარაუდოდ, ზაფხულში “მანჩესტერ სიტის” შეუერთდება. 

პეპ გვარდიოლა სლოვაკი ცენტრალური მცველის სანაცვლოდ 80 მილიონი ევროს იხდის, “ბარსა” კი, ახლანდელი რესურსებით, “ინტერს” უკეთესს ვერაფერს შესთავაზებს. 

კატალონიელების ერთადერთი იმედი ისაა, რომ “სიტის” UEFA-ს ტურნირებიდან დისკვალიფიკაცია (რომელსაც ინგლისური კლუბი ასაჩივრებს, მაგრამ, დიდი ალბათობით, განაჩენი არ შეიცვლება) 25 წლის ფეხბურთელის გადაწყვეტილებაზე გავლენას მოახდენს და მანჩესტერელები უარს მიიღებენ. 

“ბარსელონას” ცენტრალური მცველის დამატება იმიტომ სურს, რომ სამუელ უმტიტი ტრავმებს ხშირად იღებს, ჟერარ პიკე კი კარიერის ბოლოს უახლოვდება.  

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • MARI=BARCA-fan
    schedule 10 მარ 2020, 14:15
    #6

    ციტატა: shu1987
    ტოდიბო აგერ შალკეში დრო მიეცა და ტიპი დაცვის კიარა გუნდის ლიდერად ყალიბდება , დააბრუნონ ტოდიბო ყველაზე კარგი ვარიანტია.


    ტოდიბოს გამოსყიდვის უფლება თუ დაიტოვა გამოშტერებულმა ბართომ ნეტა?

  • M10 S9 D11
    schedule 10 მარ 2020, 00:07
    #5

    ეს არ უნდა დავთმოთ არაფრით უმაგრესი მცველია

  • Bakero
    schedule 09 მარ 2020, 21:51
    #4

    სლავი ფეხბურთელი რომელმაც ბარსელონაში გაამართლა მხოლოდ ერთი კაცი მახსენდება ხრისტო სტოიჩკოვი მაგრამ ის დაბადებიდან გიჟი იყო 😂 😂 😂

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 09 მარ 2020, 21:25
    #3

    არ გვჭირდება შკრინიანი.

  • shu1987
    schedule 09 მარ 2020, 20:29
    #2

    არაფერში გვჭირდება ბარსას სტილს საერთოდ ვერ შეეწყობა ჩვეულებრივი ხიხოა ამას ტოდიბო დააბრუნონ და დრო მიცენ უკეთესია აგერ არაუხოც დაწინაურდება სადაცაა , რა შკრინიარი ტოო იმიტოა ნაკრებში რო დაფრინავს ?? ინტერში მეც რო დამაყენო ისეთ დაცვას თამასობს სამი ცენტრალური მცველით მეც ვითამაშებ რაღაც დონეზე. არ დაიწყოდ ეხლა ბავშვებმა მაგარია და ა.შ. ვიცი რასაც ვწერ და ბარსას არაფერში ჭირდება მსგავსი სტილის მცველები.

    ამაზე ჯორი იერი მინა იყო და გაყიდეს მიეცად დრო ეგება რას შვრებოდა, ჩვეულებრივი მცველია განსაკუთრებული უნარები ამას არ აქვს და ვარსკვლავებს ეს ვერ წყვეტს , ტოდიბო აგერ შალკეში დრო მიეცა და ტიპი დაცვის კიარა გუნდის ლიდერად ყალიბდება , დააბრუნონ ტოდიბო ყველაზე კარგი ვარიანტია.

  • Pique_3
    schedule 09 მარ 2020, 20:14
    #1

    აი ძააან გაასწორებდაა შკრინიარის დამატებააა😌🙏6-7 წელი მოგვარებული იქნება პრობლემა😌უმტიტი თუ დაიბრუნებს ფორმას ხო ვაფშე მაგარი იქნება თუარადა ლენგლეც ნელ-ნელა ყალიბდება ტოპ კლასის მცველად და ძაან კაი დაცვის დუეტი იქნებაა❤🙂