workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დელ ბოკსე: “ფეხბურთელებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთს”

დელ ბოკსე: “ფეხბურთელებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთს”

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ, კიდევ ერთხელ მოუწოდა “ბარსელონასა” და “რეალის” იმ ფეხბურთელებს, რომელბიც ნაკრებში ერთად ასპარეზობენ, დააფასონ და პატივი სცენ ერთმანეთს, რადგანაც ეს ეროვნული გუნდის წარმატებას ხელს შეუშლის. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.

 

ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველი შეხვედრის შემდეგ, რომელიც “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართა და “ბარსელონამ” 0:2 დაამარცხა “რეალი”, ვისენტე დელ ბოსკე ძალიან აღელვებული იყო. შეგახსენებთ, რომ ხშირი იყო კამათი და უხეშობა სწორედ იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებიც ერთად იცავენ ესპანეთის ეროვნული ნაკრების ღირსებას.

 

“ბარსელონასა” და “რეალის” ფეხბურთელებმა უნდა დააფასონ და პატივი სცენ ერთმანეთს. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ამ დაპირისპირებით ვერაფერს შეცვლიან მიმდინარე სეზონში. ეს მრავალწლიანი პაექრობაა, თუმცა დღესდღეობით ძალიან მწვავეა, რაც ნაკრებს ნამდვილად არ წაადგება”. დაასრულა ვისენტე დელ ბოკსემ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში