workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბრეითუეიტი: “ვცდილობ, მესისგან ვისწავლო”

ბრეითუეიტი: “ვცდილობ, მესისგან ვისწავლო”

კატალონიის “ბარსელონას” ახალწვეული, მარტინ ბრეითუეიტი კლუბს საკმაოდ კარგად მოერგო. 29 წლის ფეხბურთელი Mundo Deportivo-სთან, “ბლაუგრანაში” გატარებულ დროსთან დაკავშირებით, საინტერესო ინტრვიუს წერს:

– “ბარსელონაში” გატარებულ პირველ კვირაზე რას იტყვი?

– შესანიშნავია. დაუჯერებელი დაწყება მქონდა, ჩემი გრძნობები მართლაც განსაკუთრებულია. “ბარსა” ოჯახური კლუბია – ყველა გეხმარება, რაც ყველაფრის მიმართ ენერგიითა და პოზიტიურობით განგაწყობს.

– ჯერ ადრეა, თუმცა ყველაფერი ისეა, როგორც წარმოგედგინათ?

– ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, უკვე ოცნებაზე მეტია. ძალიან ბედნიერი ვარ.

– ყველაზე მეტად რამ გაგაოცა?

– ალბათ გრძნობამ, რომ შენს გარშემო მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები თამაშობენ. ის ფაქტი, რომ ისინი მუდმივად გიღიმიან, თავის კარგად გრძნობაში გეხმარება. ამას მართლაც ვაფასებ.

– როგორია ლეო მესი, რას ნიშნავს შენთვის მის გვერდით ვარშიჯი?

– შესანიშნავი. იდეალური ბიჭია, რომელიც მოედანზე მოთამაშეებს ეხმარება. ვცდილობ, მისგან ვისწავლო”

– რაიმე განსაკუთრებულ ვიდეოებს უყურებთ?

– “ბარსელონას” თამაშების ვიდეოებს ვნახულობ, ვაკვირდები, როგორ აკეთებენ პასებს სხვადასხვა ფეხბურთელები, როგორ ცვლიან პოზიციებს. ეს ადაპტაციაში მეხმარება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • shu1987
    schedule 07 მარ 2020, 13:39
    #8

    მესისგან სტადიონზე სეირნობის გარდა ნებისმიერი რამ ისწავლე და გუნდს გამოადგები.

  • dshvelidze
    schedule 07 მარ 2020, 00:18
    #7

    ამის იმედი მაქვს.გოლი უნდა გაიტანოს.მიდი ბრაით

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 06 მარ 2020, 20:23
    #6

    შემოვიდა თუ არა სახიფათოდ დაარტყა, პირველ ტაიმში რო გვყოლოდა ერთ მომენტს მაინც გამოიყენებდა.

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 06 მარ 2020, 18:05
    #5

    ისე ამ წელს მაგარად შევრცხვებით ლიგაზე მე ასე მგონია

  • nika 54
    schedule 06 მარ 2020, 17:50
    #4

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: getsby
    ნეტა თავიდანვე ამას ეთამაშა , ასეთი ფეხბურთელები უფრო ამართლებენ ბარსაში დიდი თანხა რომ არაა გადახდილი და არც ბევრს არ ითხოვენ ,აი ნახეთ თუ არ გაამართლებს ))


    საჯარიმოში ჩასაფრებული ფორვარდი გვინდა. მცველებს რო თავს ატკიებს და თან მესის ყავს ვიღაც ვინც გაეხსნება. აბა გრიზმანი სად დარბის თითონ თუ იცის. როგორ შეიძლება გრიზმანის და ვიდალის დაყენება ერთად


    გრიზმანს სიმეონემ ისე ჩაუჭედა ავტობუსის ისტორია, რო ეხლა სულ დაცვაში დარბის. ხანდახან ავიწყდება რო თავდამსხმელია და გოლებიც ევალება.

  • M10 S9 D11
    schedule 06 მარ 2020, 16:39
    #3

    შეცდა კიკე ეს რო თავიდანვე არ დააყენა კლასიკოში

  • Don_Andresito
    schedule 06 მარ 2020, 15:59
    #2

    ციტატა: getsby
    ნეტა თავიდანვე ამას ეთამაშა , ასეთი ფეხბურთელები უფრო ამართლებენ ბარსაში დიდი თანხა რომ არაა გადახდილი და არც ბევრს არ ითხოვენ ,აი ნახეთ თუ არ გაამართლებს ))


    საჯარიმოში ჩასაფრებული ფორვარდი გვინდა. მცველებს რო თავს ატკიებს და თან მესის ყავს ვიღაც ვინც გაეხსნება. აბა გრიზმანი სად დარბის თითონ თუ იცის. როგორ შეიძლება გრიზმანის და ვიდალის დაყენება ერთად

  • getsby
    schedule 06 მარ 2020, 15:33
    #1

    ნეტა თავიდანვე ამას ეთამაშა , ასეთი ფეხბურთელები უფრო ამართლებენ ბარსაში დიდი თანხა რომ არაა გადახდილი და არც ბევრს არ ითხოვენ ,აი ნახეთ თუ არ გაამართლებს ))