workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰიროკი აბეს შემცვლელის საპოვნელად “ბარსელოას” ორი დღე დარჩა

ჰიროკი აბეს შემცვლელის საპოვნელად “ბარსელოას” ორი დღე დარჩა

“ბარსელონა ბ”-ს ფეხბურთელის, ჰიროკი აბეს შესაცვლელად კლუბს 2 დღე რჩება. Sport-ის ინფორმაციით “ბარსელონა ბ”-ს დრო 5 მარტამდე აქვს.

ჰიროკი აბემ ტრავმის მიღების შემდეგ მკურნალობა ფინეთში გააგრძელა და მედიკოსთა განცხადებით, მისთვის სეზონი დასრულებულია. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ “ბარსელონას” 15 დღე მისცა აბეს შემცვლელის მოსაყვანად, თუმცა კონკრეტული გეგმა არ არსებობს, ვადის ამოწურვამდე კი 2 დღე დარჩა.

“ბარსელონას”, თავდაპირველად იმ მოთამაშის მოყვანა სურდა, რომელსაც სეგუნდა A-ში თამაშის გამოცდილება ექნებოდა. ასეთ კანდიდატად დანი რომერა განიხილებოდა. თუმცა იგი “ალარკონიდან” “კადისშია” განათხოვრებული. წესების თანახმად კი, არ შეიძლება ერთი სეზონის განმავლობაში ერთმა ფეხბურთელმა სამ ან მეტ კლუბში ითამაშოს.

ხელმძღვანელობა სხვა ვარიანტად ვიქტორ პასტრანას მოიაზრებდა, თუმცა ფეხბურთელის იჯარით გაშვება “ექსტრემადურას” არ სურს.

მიუხედავად ამისა, “ბარსელონა ბ”-ს ნებისმიერ დროს შეუძლია გამოიყენოს “ლა მასიასა” და “იუვენილ A”-ს მოთამაშეები. ამასთანავე, ბრაზილიელი ნახევარმცველი მატეუს პერეირა ნებართვას მიიღებს და “საბადელის” წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 03 მარ 2020, 20:45
    #1

    აი ესღა გვქონდა სადარდებლად რა. პირველი გუნდი ხო დაფრინავს და ეხლა ბარსელონა ბ-ს გაძლიერებაზე უნდა ვიფიქროთ.