მოგეხსენებათ, მადრიდის “რეალი” ბოლოს გამართული “კლასიკოში” დამარცხდა საკუთარ მოედანზე 0:2. “განსაკუთრებული”, როგორც ყოველთვის, აქტიურად აკრიტიკებდა მსაჯს და უამრავი ცილისწამება მოვისმინეთ მისგან. ბოლო დროს გაირკვა, რომ მისი საყვარელი სიტყვაა Porqué?. ვიდეო იწყება იმით, თუ როგორ უთმობს პეპ გვარიდოლა მოურინიოს პრესაში ასპარეზს, თვითონ კი მოედანზე ბრძოლას ირჩევს, რომელიც დამეთანხმებით და უკეთესადაც გამოუვიდა. განრისხებული ჟოზე რას აღარ იძახდა საპრესკონფერენციო დარბაზში, ცილს სწამებდა “იუნისეფს”, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას, “უეფას”, მსაჯს… მოკლედ ვინც კი ახსენდებოდა. მაგრამ იმ მომენტში რატომ არ გაახსენდა ზუსტად ერთი წლის წინ მომხდარი ფაქტი? როდესაც მილანის “ინტერს” წვრთნიდა და მსაჯმა აჩუქა ფინალში თამაშის უფლება? ან კიდევ უფრო შორეულ წარსულში წავიდეთ და გავიხსენოთ “პორტო”–”მანჩესტერის” თამაში, სადაც პოლ სქოულზს 100%–იანი გოლი არ ჩაუთვალეს, თუმცა ჟოზე დუმდა… რატომ? Porqué? იმიტომ, რომ ასე აწყობდა! მოკლედ ბევრი რომ აღარ გამიგრძელდეს, ნახეთ ვიდეო და თქვენ თვითონ შეაფასეთ თითოეული მომენტი.
[media=http://www.youtube.com/watch?v=8cAJYAfcMgI]


