გავლენიანმა ესპანურმა გაზეთმა, “მარკამ”, ჩაატარა გამოკითხვა, რითაც აიტერესებდა მადრიდისტების აზრი ჟოზეს სიტყვებმზე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის შემდეგ ღიად დაადანაშაულა “უეფა” “ბარსელონას” მხარდაჭერაში. პორტუგალიელი აცხადებდა, რომ მსაჯები “ბარსას” სასარგებლოდ იღებდნენ გადაწყვეტილებებს, სწორედ ამიტომ გააგდეს პეპე. ჟოზე მოურინიომ ძალიან ბევრი ცუდი რამ თქვა ცხელ გულზე, რაც უყურადღებოდ არც მედიას და არც “ბარსელონას” არ დაუტოვებია. მეტიც, “ბარსელონა” აპირებს უჩივლოს მას ასეთი განცხადებების გამო. პორტუგალიელი ქრთამის აღების საკითხსაც შეეხო.
გამოკითხვა: ეთანხმებით თუ არა მოურინიოს სიტყვებს? კი – 28%, არა – 72%. შეგახსენებთ, რომ გამოკითხვაში მონაწილეობას მადრიდის “რეალის” გულშემატკივრები იღებდნენ.
