ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალში ”ბარსელონასთან” განცდილი მარცხის შემდეგ გამოჩნდა, რომ მადრიდის ”რეალის” მწვრთნელსა და ნახევარმცველს შორის არსებული ურთიერთობა არც ისე იდეალურია, როგორიც აქამდე ჩანდა.
მატჩის დასრულების შემდეგ რონალდუმ კომენტარი გააკეთა მოურინიოს ულტრა-დაცვით ტაქტიკასთან დაკავშირებით: ”დიახ, მე არ მომწონს ასეთი თამაში. მაგრამ მე უნდა შევეგუო მას და გავაკეთო ის, რაც მომეთხოვება. 0-0 არცთუ ცუდი შედეგია საშინაო მატჩისთვის. შესაძლებელია, ჩვენ გასვლით შეხვედრაში გაგვეტანა გოლი.”
ოთხშაბათის მატჩის შემდეგ ”ბარსელონას” არგენტინელი ფორვარდის, ლიონელ მესის ”ფასი” ერთი-ორად გაიზარდა, რაც რონადლუს აშკარად აღელვებს. ამაში კი ”რეალის” მწვრთნელის როლი დიდია. ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალამდე რონალდუ მოურინიოს კბილებით იცავდა და სწამდა, რომ ფინალში გასვლას და თასის აღმართვას შეძლებდა. თუმცა საკუთარ მოედანზე განცდილმა მარცხმა, კრიშტიანუს იმედები გაუცრუა. მოურინიოს ულტრა-დაცვითი სისტემით თამაშისას რონალდუს არ ეძლევა თავისი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენის საშუალება. გავიხსენოთ ოთხშაბათის მატჩი, როდესაც პორტუგალიელი ვარსკვლავი ბურთს პატარა ბავშვივით დასდევდა და თანაგუნდელებს ”პრესინგისკენ” მოუწოდებდა.
რონალდუმ კომენტარი გააკეთა ”ბარსელონასთან” დაკავშირებითაც: ”რატომ ემართება მსგავსი რამ მოურინიოს ხშირად? ”ბარსელონა” შესანიშნავი გუნდია. მაგრამ ასეთი გრძნობა მაქვს, რომ ის მოედანს გარეთაც ძლიერია. ”ჩელსი”, ”ინტერი”, ”არსენალი” – ყოველთვის ერთი და იგივე… ეს უბრალოდ დამთხვევაა?” – რონალდუს სიტყვებს ციტირებს ”გარდიანი”.



