მეტოქე გუნდზე მეტი დრიბლინგი – ლიონელ მესის გასაოცარი სტატისტიკა

მეტოქე გუნდზე მეტი დრიბლინგი – ლიონელ მესის გასაოცარი სტატისტიკა

ლიონელ მესიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დრიბლინგის მეფეა.

WhoScored-ის ინფორმაციით, არგენტინელი უფრო მეტ დრიბლინგს აკეთებს მატჩში, ვიდრე მეტოქე გუნდი მთლიანად. სწორედ ასე მოხდა ლა ლიგის ბოლო ოთხიდან სამ თამაშში.

“ვალენსია” (5) – (6) მესი

მესი (9) – (8) “ლევანტე”

“ბეტისი” (6) – (6) მესი

მესი (5) – (3) “ხეტაფე”

ლა ლიგის ბოლო თამაშებიდან მესის თანაბარი მაჩვენებელი მხოლოდ “ბეტისთან” აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელს თამაშში მესიმ და “ბეტისმა” თანაბარი 6-6 დრიბლინგი განახორციელეს.

ლიონელ მესი ლა ლიგის ზედიზედ 10 სეზონში ასზე მეტ დრიბლინგს აკეთებს. არგენტინელს რეკორდული მაჩვენებელი 2010-11 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც 186 დრიბლინგი გააკეთა, ერთით ნაკლები გააკეთა 2017-18 წლების სეზონში.

მიმდინარე სეზონში კი ლიონელ მესის უკვე 105 დრიბლინგი აქვს გაკეთებული.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 17 თებ 2020, 19:51

    ერთადერთი და განუმეორებელი❤❤❤❤❤❤❤❤

  • M10 S9 D11
    schedule 17 თებ 2020, 19:14

    გოლი გვინდა ლომო გოლი

  • BarcelonaFanTV
    schedule 17 თებ 2020, 18:45

    გასაოცარი მესისთან ერთადერთი ისაა რომ ამხელა უგოლო სერია აქვს
    არაუშავს, გამოასწორებს 🙂