[media=http://www.youtube.com/watch?v=utqLJCACq_M]
მადრიდულ კლასიკოში პეპეს გაძევების თაობაზე არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო ტელეკომპანია “რუსთავი 2–მა” სიმართლის დასადგენად საქართველოს სამსაჯო განყოფილების ინსტრუქტორს, ეროვნული კატეგორიის არბიტრს, ავთანდილ შალამბერიძეს მიმართა. როგორც ბატონი ავთანდილი განმარტავს: ფეხბურთის წესების თანახმად, ფეხბურთელი ისჯება არა მხოლოდ ჩადენილი, არამედ განზრახული უხეშობის გამოც. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, დასჯადია ქმედებაც, როდესაც ფეხბურთელი ცდილობც მოწინააღმდეგისთვის ჩარტყმას, ამ დროს იმას აღარ ენიჭება მნიშვნელობა, თუ რამდენად წარმატებით ახერხებს ამას. პეპე რომ ბურთზე არ თამაშობდა, ამას აღნიშნული ვიდეოც ცხადჰყოფს, რომელშიც აშკარად ჩანს, თუ როგორ ტოვებს ბოლომდე გაშლილ ფეხს, მაშინაც კი, როდესაც ბურთი შორსაა და წამითაც არ ცდილობც მეტოქის დანდობას უმძიმესი ტრავმისგან.
ეს იყო ბატონი ავთანდილის სიტყვების წერითი ვარიანტი, ახლა კი განვიხილოთ უშუალოდ მატჩი და ეს კონკრეტული ეპიზოდი. ხშირად ისმის კითხვა: რატომ რჩებიან ჟოზე მაურინიოს გუნდები ასე ხშირად კაცნაკლულნი “ბარსელონას” წინააღმდეგ?.. ვფიქრობ ამ კითხვაზე პასუხი მარტივია და სულაც არ საჭიროებს თავის გასამართლებლად ისეთი ორგანიზაციების ლაფში ამოსვრას, როგორიც “იუნისეფია” (იხილეთ ჟოზე მაურინიოს მატჩისშემდგომი კომენტარი)… საქმე ისაა, რომ ბატონო ჟოზე ტექნიკური “ბარსას” წინააღმდეგ ძირითადად აგრესიულ ტაქტიკას ირჩევს, განსაკუთრებით მოედნის ცენტრში და ცდილობს რომ მცირე “ფოლებით” ჩანასახშივე ჩაკლას კატალონიელთა თავბრუდამხვევი კომბინაციები თუ დრიბლინგი. ხოლო ასეთ ნერვიულ ატმოსფეროში და რამდენიმე საეჭვო ფსიქიკის მქონე ფეხბურთელის ყოლის პირობებში (არ იღელვოთ, ამასაც დავასაბუთებთ) ეს “მცირე ფოლები” მეყასბის პროფესიაშიც ადვილად გადადის ხოლმე. მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც გამუდმებით ერთი გუნდი ფლობს ბურთს და მეორე მხოლოდ მისთვის ხელის შეშლასა და ერთეული შანსების გამოყენებას ცდილობს, იმის შანსიც მეტია, რომ დაჯარიმდეს (როგორც ჩვენტვის ცნობილი გახდა, ძირითადად ბურთიან ფეხბურთელზე ჯარიმდებიან ხოლმე)…
რაც შეეხება სიმულირების ტემას, ეს ფეხბურთის განუყოფელი და ყველასთვის მიუღებელი ნაწილია და ვფიქრობ არ ღირს ამ სტატიაში დიდი ადგილი დავუთმოთ მას, მიტუმეტეს რაიმე ახლის თქმა წარმოუდგენელია და ვისაც სიამოვნებას ანიჭებს, შეუძლია კომენტარებში იკამათოს ვის უკეთესი თეატრალური ნიჭი აქვს ალვეშს თუ დი მარიას, ბუსკეტს, თუ რონალდოს…
ახლა უშუალოდ მატჩის ერთ–ერთ მთავარ გმირის, პეპეს და კონკრეტულად იმ ავბედითი ეპიზოდის შესახებ. პეპე ნამდვილად კარგად ასრულებს მწვრთნელის დავალებებს, არის ენერგიული, ყურადღებიანი, მუდამ გამარჯვებაზე დაგეშილი, მაგრამ, როგორც კრუიფმა აღნიშნა, მაურინიოს კარგად უნდა ჰქონდეს დამუშავებული კაცნაკლული თამაშის ტაქტიკა, რადგანაც გუნდში პეპე ჰყავს… დიახ, დიახ, სერიოზულ ეჭვებს ბადებს ამ ფეხბურთელის ფსიქიკური მდგომარეობა და ამის დასასაბუთებლად მხოლოდ ეს ვიდეოც კმარა. ასე რომ, ვფიქრობ არ იქნება სწორი შეთქმულების ტეორიების ძებნა იმაში, რომ რეალი მუდამ კაცნაკლული რჩება ბარსასთან. ფეხბურთში ის გუნდი იმარჯვებს, რომელიც ფეხბურთს უკეთ თამაშობს (როგორც მინიმუმ, საერთოდ თამაშობს), დღეს ასეთი გუნდი ბარსელონა.
P.S. ახლა, კი ის, რაც ალბათ მატჩის შედეგზე მეტად დასწყვეტთ გულს მადრიდელებს: იმ ვიდეოს ლინკი, რომელშიც ახსნილია, რომ ჩვეულებრივი მონტაჟია ის ვიდეო, რომელიც დღეს გავრცელდა ინტერნეტში და რომლის თანახმადაც, პეპე საერთოდ არ შეხებია ალვეშს, ამასვე ამტკიცებენ ენერგიულად და აღშფოტებით სტუდიაში მსხდომი ფრიად “განსწავლული ექსპერტები”
[media=http://www.youtube.com/watch?v=o9GLU9hNgVE]
ბარსელონასა და რეალის წლევანდელი დაპირისპირებების უფრო ვრცელი განხილვას ბოლო კლასიკოს შემდეგ დავწერ, დროებით გემშვიდობებით.
თორნიკე რაზმაძე
ვინც ბოლომდე არ წაიკითხავს, კომენტარსაც ნუ დაწერს, თორემ შემდეგ ცოტა კომიკური სიტუაციები იქმნება ხოლმე… =)
