“უეფა” დაიწყებს გამოძიებას იმ ქმედებების დეტალებისა, რომლებიც გუშინ მოხდა “ელ კლასიკოში”, კერძოდ “სანტიაგო ბერნაბეუზე”. მატჩი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით იმართებოდა და “ბარსამ” 1/2 ფინალის პირველ შეხვედრაში 0:2 დაამარცხა “ბლანკოსი”. 6 მაისს შედგება “უეფას” დისციპლინარული კომიტეტის მოსმენა.
“უეფა” აპირებს ორივე გუნდის ქმედებების განხილვას. მასპინძელი გუნდიდან დიდი ყურადღება მიექცევა პეპეს ასპარეზობას, რომელსაც უხეშობის გამო, სავარაუდოდ დააჯარიმებენ. ასევე მოხდება “ლოს ბლანკოსის” მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს შემთხვევაშიც. შეგახსენებთ, რომ სეუ ჟოზემ, “უეფას” მიკერძოება დააბრალა და ასევე გაიჟღერა ქრთამის აღების საკითხმაც. ორივე ეს პიროვნება დაისაჯა ჯერ–ჯერობით წითელი ბარათით.
სტუმართა მხრიდან, განიხილება ვალდესის დუბლიორი მეკარის, ხოსე მანუელ პინტოს საქმე. მას მატჩში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს წითელი ბარათი “აიკიდა”. ალვარო არბელოასთან ცხარე კამათის შემდეგ, გაღიზიანებულ პინტოს ერთ–ერთმა ოფიციალურმა პირმა კისერში ხელი წაუჭირა, რაზეც ხოსე მანუელი აგრესიულად განეწყო და “უთავაზა” მას.


