“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, კრისტოფ დუგარიმ, თავის გადაცემაში კატალონიური კლუბი მკაცრად გააკრიტიკა.
“ეს ჯამბაზების კლუბია. ისინი ყველაფერს საპირისპიროდ აკეთებენ. მაგალითისთვის, იყიდეს დემბელე და კოუტინიო, შემდეგ კი გაყიდეს. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ კლუბში არანაირი პროექტი არ არსებობს. ერთადერთი პრიორიტეტი ამ მომენტისთვის ის არის, რომ პრეზიდენტი მეორედ არჩეულია.”
“არავის ესმის ერთმანეთის, ეს ყველაფერი კი სატრანსფერო ფანჯრის დროს ნათლად ჩანს. ჩავისა და ინიესტას წასვლამ ხელმძღვანელობა აიძულა ბევრი ფული დაეხარჯა საჭიროების გარეშე. ამ დრომდე მათ ვერ იპოვეს შესაფერისი სტილისა და უნარების ფეხბურთელი ჩავიესტას შემცვლელად.”
“ბარსელონას” მრავალი პრობლემა აქვს. ყველაზე უარესი კი არის ის სურათი, რომელსაც ისინი გვთავაზობენ – კლუბში ბევრი ფეხბურთელია კლასისა და საჭირო უნარების გარეშე. ეს არის კლუბი, რომელსაც არ აქვს კლასი.” – ციტირებს დუგარის სიტყვებს Sport.
ფრანგი ფორვარდი კატალონიურ კლუბში 1998/99 წლებში თამაშობდა. დუგარიმ “ბლაუგრანას” მაისურით 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მისი “ბარსელონური” კარიერა უგოლოდ დასრულდა.
მართალია მაგრამ მაგრამ შენ რო გოლი არ გაქ გატანილი სხვაზე არ უნდა ისაუბრო