workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბილბაოს” მწვრთნელი: როგორ შეიძლება “ბარსა” კრიზისში იყოს, როცა მას მესი, გრიზმანი და რაკიტიჩი ჰყავს?

“ბილბაოს” მწვრთნელი: როგორ შეიძლება “ბარსა” კრიზისში იყოს, როცა მას მესი, გრიზმანი და რაკიტიჩი ჰყავს?

ბილბაოს “ატლეტიკის” მთავარმა მწვრთნელმა, გაისკა გარიტანომ “ბარსელონაში” არსებულ არეულობაზე ისაუბრა.

“ბარსელონას” კრიზისი? როგორ შეიძლება “ბარსელონა” კრიზისში იყოს, როცა მათ ისეთი მოთამაშეები ჰყავთ, როგორებიც ლიონელ მესი, ანტუან გრიზმანი და ივან რაკიტიჩი არიან? არ ვფიქრობ, რომ ეს სიტუაცია მათზე გავლენას მოახდენს.”

“ბარსელონა” ფავორიტია, რადგან მათ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები ჰყავთ.”

“მათ ახალი მწვრთნელი ჰყავთ, ამიტომ არსებობს პატარა უზუსტობების ან შეცდომების დაშვების ალბათობა, თუმცა საბოლოოდ, ყველაფერს მოთამაშეები აკეთებენ.”

“ისეთი ფეხბურთელებით, როგორიც მათ ჰყავთ, “ბარსელონას” ყველა ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლია.”

“საშინაო სტადიონზე თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. “სან მამესის” ფაქტორი და ჩვენი ფანების მხარდაჭერა გუნდზე კარგად იმოქმედებს.” – ციტირებს გაისკა გარიტანოს სიტყვებს Marca.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • BarcelonaFanTV
    schedule 06 თებ 2020, 23:33

    რაკიტიჩი? სხვა საიტზეც ვნახე და იქ პიკე ეწერა

  • კატო
    schedule 06 თებ 2020, 22:39

    მე პესიმისტურად ვარ განწყობილი. სან მამესზე უჭირთ. ახლა ეს ბოლოდროინდელი უთანხმოებები და ფსიქოლოგიური არასტაბილურობა ზეგავლენას იქონიებს. გავარდნა ცუდად იმოქმედებს ყველაფერზე, თუნდაც ,,უბრალო,, თასიდან

  • luka kule
    schedule 06 თებ 2020, 18:43

    რაკიტიჩიო მაგარი იყო დდ

  • me da barca
    schedule 06 თებ 2020, 17:37

    ის მესამე რომ არა დაგვენძრეოდა.

  • nika 54
    schedule 06 თებ 2020, 14:25

    ციტატა: Ronaldinho.
    კი კაკრას ლიგაზე 1-2 დაპირისპირებიაn თამაშში მაქვს მაგარი იმედი ბარსასი)ეგ ლეგანესებთან არ დარბიან ეგრე თორე ლიგაზე მოწყურებული დეიონგები გრიზმანები და ყველა მესით დამთავრებული დარწმუნებული ვარ რო გადაუვლიან ლუბოის:)გრიზმანი ძაან კლასნია იტყვის თავის სიტყვას წინ ზუსტად ვიცი.მოკლედ visca barca!!!


    მე ძალიან მეშინია. არ გამეორდეს ბილბაო-ბარსა 2015 სუპერთასის 4-0, ლივერპული ბარსა 4-0, პსჟ-ბარსა 4-0, ბაიერნი-ბარსა 4-0, 3-0. მაგრად მეშინია და სანთელს ვანთებ რო არ გავპაზორდეთ 1-0, და 2-1, გადავიტანთ….

  • MESSI-N1 4ever
    schedule 06 თებ 2020, 13:50

    Rakiticis deda armov++kaan?

  • M10 S9 D11
    schedule 06 თებ 2020, 13:27

    აი რაკიტიჩი რო გვყავს მაგიტომაც ვართ კრიზისში

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 06 თებ 2020, 13:26

    მძორკიტიჩიოოო joy joy გვეღადავება ეს იმბეცილი.