workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბილბაოსთან” მატჩის განაცხადი ცნობილია

“ბილბაოსთან” მატჩის განაცხადი ცნობილია

ახლახანს, “ბარსელონამ” ესპანეთის სამეფო თასის მეოთხედფინალის განაცხადი დაასახელა. კიკე სეტიენს, ხვალ, “სან მამესზე”, შემდეგი ფეხბურთელების იმედი ექნება:

მეკარეები: ტერ შტეგენი, პენია

მცველები: სემედუ, რობერტო, პიკე, ლანგლე, უმტიტი, არაუხო, ალბა, ფირპო

ნახევარმცველები: ბუსკეტსი, არტური, რაკიტიჩი, ვიდალი, დე იონგი, პუჩი

თავდამსხმელები: მესი, გრიზმანი, კოლადო, ფატი

ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ისაა, რომ არტურო ვიდალი, რომელმაც ტრავმის გამო წინა შეხვედრა გამოტოვა, შემადგენლობაში დაბრუნდა. განაცხადში მოხვდა სამუელ უმტიტიც, რომლის თამაშიც საეჭვო იყო, რადგან მას მატჩის დღეს სასამართლო სხდომაზე დასწრება უწევს. Marca-ს ინფორმაციით, ფრანგი უკანახაზელი ბილბაოში ცალკე გაემგზავრება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში