ს.კ. “ბარსელონა” აპირებს სარჩელი შეიტანოს “უეფაში” ჟოზე მოურინიოზე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის შემდეგ, არცთუ კარგად ისაუბრა “ბარსელონაზე”. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “ას”. კატალონიური კლუბი უბრალოდ იძულებულია ასეთი რამ გააკეთოს, რადგანაც ჟოზეს კომენტარები შეურაცხყოფს კლუბს.
ჟოზეს სიტყვები ასე გამოიყურება: “ასეთი გამარჯვება მე უბრალოდ შემრცხვებოდა. არ ვიცი ეს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის დამსახურებაა თუ “იუნისეფის” ხელი ურევია “ბარსას” გამარჯვებაში. უბრალოდ გაურკვევლობაში ვარ”.
“ბარსელონას” საჩივრის შემდეგ, თუკი “უეფა” დაადასტურების კატალონიური მხარის სიმართლეს, მაშინ მოურინიოს კარგი დღე ნამდვილად არ დაადგება. ან ძალიან სერიოზულ ჯარიმას გამოუწერენ ან, დისკვალიფიკაციას მისცემენ ან კიდევ უფრო უარესი – ორივეს ერთად.