workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კლემან ლანგლე: მომატება შეგვიძლია

კლემან ლანგლე: მომატება შეგვიძლია

“ლეგანესთან” სათასო მატჩის (5-0) შემდეგ, “ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა, კლემან ლანგლემ, რომელმაც შეხვედრის მეორე გოლი გაიტანა, კომენტარი გააკეთა. 

“კარგად ვითამაშეთ, ბევრი მომენტი შევქმენით და გოლების გატანაც მოვახერხეთ. 

რა თქმა უნდა, მომატება შეგვიძლია და ეს უნდა გავაკეთოთ, თუმცა ახლა სწორ გზაზე ვართ”. 

ფრანგ ფეხბურთელს კიკე სეტიენის ტაქტიკაზეც ჰკითხეს (“ბარსას” დამრიგებელმა 3-4-3, 3-5-2 წყობის შემდეგ 4-3-3 გამოიყენა):

“სისტემა მეტოქეზე და მატჩის სტილზეა დამოკიდებული. 

ვფიქრობ, რომ დღეს ოთხი მცველით თამაში ძალიან კარგად გამოგვივიდა, მაგრამ გასაუმჯობესებელი მაინც გვაქვს” – განაცხადა ლანგლემ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • M10 S9 D11
    schedule 31 იან 2020, 15:04

    იასნა უნდა მოუმატოთ კიდე

  • nika 54
    schedule 31 იან 2020, 14:40

    ციტატა: InFiNiTe8
    ნუ 90დან 70 წუთი მაინც 4-3-3 არის და რაც დასაფასებელია სეტიენის მხრიდან ის არის, რო ვარიაბელობის შესაძლებლობა წარმოქმნა გუნდში, ისე რომ თითოეულ გუნდს საჭირო დროს საჭიროებისამებრ შეუძლია მიუდგეს, უბრალოდ მესის ცენტრფორვარდობა არ მეხატება თვალში…


    აი მეც მანდა ვარ. არაფრით არ უხდება ლეოს ეგ ადგილი, უკვე ვწერდი. თუ ფლანგზე ერთი ორი მცველი ხვდება აქ უკვე ერთბაშად 2-4 კაცი ბლოკავს, ხო ჩანდა როგორ უჭირდა გაქცევა, აღარ არის ლეო იმ ასაკში რო სისწრაფის ხარჯზე აჯობოს ახალგაზრდებს. ეს ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა აქედან ვერაფერს ვერ ამწვავებს. მანდ გრიზმანი უნდა იდგეს სანამ სუარესი დაბრუნდება.

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 31 იან 2020, 11:17

    მოუმატებთ აბა რას იზავთ,4-3-3 მაგარია.

  • temo24
    schedule 31 იან 2020, 11:01

    კარგია მოუმატეᲗ კიდევ

  • InFiNiTe8
    schedule 31 იან 2020, 10:59

    ნუ 90დან 70 წუთი მაინც 4-3-3 არის და რაც დასაფასებელია სეტიენის მხრიდან ის არის, რო ვარიაბელობის შესაძლებლობა წარმოქმნა გუნდში, ისე რომ თითოეულ გუნდს საჭირო დროს საჭიროებისამებრ შეუძლია მიუდგეს, უბრალოდ მესის ცენტრფორვარდობა არ მეხატება თვალში…