“ბარსელონას” ახალი სამიზნე “ბეტისის” ფორვარდია

“ბარსელონას” ახალი სამიზნე “ბეტისის” ფორვარდია

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, “ბარსელონას” კი ცენტრფორვარდი ისევ არ ჰყავს. ავტორიტეტული Goal.com-ის ცნობით, როდრიგოს “ვალენსიასთან” მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, კატალონიური გუნდის პრიორიტეტი ლორენ მორონი გახდა. 

26 წლის ესპანელი თავდამსხმელი “ბარსას” მწვრთნელის ყოფილ გუნდში, “რეალ ბეტისში” თამაშობს და გასაკვირი არაა, რომ მისი მოყვანის იდეა სწორედ კიკე სეტიენს ეკუთვნის. 

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის კონტაქტი ჯერ არ ყოფილა, თუმცა, მოსალოდნელია, რომ “ბეტისი” ლორენის სანაცვლოდ დაახლოებით 30 მილიონ ევროს მოითხოვს. 

ლორენ მორონი “ბეტისის” ძირითადი გუნდის წევრი 2018 წლიდანაა. იქამდე, ის სარეზერვო შემადგენლობასა და ქვედა დივიზიონებში მოთამაშე  რამდენიმე ანდალუსიურ კლუბში გამოდიოდა. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 30 იან 2020, 12:46

    იმედია ესეც ჩაიშლება.

  • me da barca
    schedule 30 იან 2020, 07:55

    დავიჯერო ეს პერესს ჯობია?

  • ana anukii
    schedule 30 იან 2020, 01:42

    ამას ისევ ფერმაში ჰგონია თავი ვერააა ტიპი … ვინმემ შემოულაწუნოს და გამოაფხიზლოს თორემ როგორც ჩანს ვერ ხვდება სად არის… ვალვერდეს ვინატრებთ ცოტახანში

  • M10 S9 D11
    schedule 30 იან 2020, 01:23

    რა ლორენ მორონი თქვენ ხომ არ აბარდღალებთ

  • barca`barca
    schedule 30 იან 2020, 01:16

    ეე კიკე უკვე ა%რაკებ რა

  • nikusha
    schedule 29 იან 2020, 23:56

    ამას ბეტისში გონია თავი რად გვინდა ძინძღიანი ხალხი