“ვალენსიას” თავდამსხმელი როდრიგო მორენო “ბარსელონაში” გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო მომენტში ტრანსფერი “მანჩესტერ იუნაიტედმა” ჩაშალა.
როგორ? შევეცდებით მოლაპარაკებების მიმდინარეობაში მარტივად გაგარკვიოთ:
- “ბარსელონას” როდრიგოს 6 თვით იჯარით აყვანა სურდა, “ვალენსიას” კი უნდოდა კატალონიელებს ფეხბურთელის სეზონის ბოლოს გამოსყიდვის ვალდებულება აეღოთ;
- “ბარსელონამ”, “ვალენსიას” დასაყოლიებლად, “ღამურებს” ტრანსფერში მუსა ვაგეს, აბელ რუისის ან კარლეს პერესის ჩართვა შესთავაზა;
- “ვალენსიამ” სამივე ფეხბურთელი დაიწუნა და ტრანსფერში ნელსონ სემედუს ჩართვა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო;
- ამის შემდეგ, გამოსავალი როდრიგოსა და სემედუს აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა მონახა, რომელაც კლუბებს ასეთ ფორმულა შესთავაზა: “ბარსელონა” მენდეშის კიდევ ერთ კლიენტს, ბრუნო ფერნანდეშს “სპორტინგიდან” შეიძენდა და მას “ვალენსიაში” გაანათხოვრებდა, სანაცვლოდ კი როდრიგოს იჯარით აიყვანდა. ეს სქემა ყველასთვის მომგებიანი იყო, მაგრამ…
- ბრუნო ფერნანდეშით დაინტერესებული იყო “მანჩესტერ იუნაიტედიც”. მას შემდეგ, რაც პორტუგალიელი შემტევი ნახევარმცველისთვის ბრძოლაში “ბარსელონა” ჩაერთო, “წითელი ეშმაკები” გააქტიურდნენ, ფასი გაზარდეს და საბოლოოდ, ფეხბურთელი მათ დარჩათ. დაახლოებით 2 საათის წინ, ინგლისელებმა “სპორტინგთან” შეთანხმება ოფიციალურად დაადასტურეს;
- ვინაიდან “ბარსელონა” ბრუნო ფერნანდეშის ყიდვას ვეღარ ახერხებს, მას “ვალენსიას” მოთხოვნების დაკმაყოფილება აღარ შეუძლია და როდრიგოს ტრანსფერიც ჩაიშალა.
მანჩესტერმა გვიჯიგრა.
მთავარია რო ჩაიშალა დალშე არ მაინტერესებს
ძაან კაია ნუ სუაც იყოს და ს.რობერტოც კოუს და სემედოს ნაცვლად ალენია აუცილებლად და კიდეკაი მიხვდი ძაან გამიხარდა აბა ამათ ვერ შევაგნებინე. მწვრთნელი ალბათ გვარდიოლა ან ტენ ჰააგი ხავი ადრეა ჯერ და კუმანი ამდენ ვარსკვალვთან სარისკოა
აბა ამ შემადგენლობაზე რას იტყვით: 25.რიკი პუჩი. 24.ჟუნიორ ფირპო. 23.სამუელ უმტიტი. 22.არტურო ვიდალი. 21.ფრენკი დე იონგი. 20.ალექს გრიმალდო. 19.კარლეს ალენია. 18.ჟორდი ალბა. 17.ანტუან გრიზმანი. 16.მუსა ვაგე. 15.კლემან ლენგლე. 14.ნეიმარი. 13.ნორბერტო ნეტო. 12.ფაბიან რუისი. 11.უსმან დემბელე.. 10.ლიონელ მესი. 9.ლაუტარო მარტინესი. 8.არტურ მელო. 7.ფილიპე კოუტინიო. 6.ჟან-კლერ ტოდიბო. 5.სერხიო ბუსკეტსი. 4.რონალდ არაუხო. 3.ჟერარდ პიკე. 2.ნელსონ სემედო. 1.მარკ-ანდრე ტერ-შტეგენი. მწვრთნელები კი ამ ოთხიდან უნდა აირჩიონ რომელიმე. 1.რონალდ კუმანი. 2.ერიკ ტენ ჰააგი. 3.ხავი ერნანდესი. 4.ჟოზეპ გვარდიოლა.
ცოტა ვიოცნებოთ: წარმოიდგინეთ სანჩო და მბაპე რომ იყიდონ, მომავლისთვის შეტევაში, სანჩო, მბაპე, ფატი (იმედია გაამართლებს მოლოდინს ფატიმა)
+ ნახევარდაცვა, დეიონგი, მელო, პუჩი.
კარში ალბათ შტეგენი იდგება კაი ხანი, და დაცვასაც მიხედავენ რაა, ერთი უმტიტი თუ ჯანმრთელად იყო…
სასწაული გუნდი იქნებოდა
კიდევ კაი,ვის ჭირდება ეს როდრიგო
აბელ რუისაც თუ უშვებენ კარგად ყოფილა ამათი საქმე მხოლოდ მესი, გრიზმანი, დემბელე, ფატით ვაპირებთ ყველა იგრაში თამაშს? დემბელე როდის დაიტრამვება და ფატიც გადაიღლება კაცმა არ იცის და მერე? ნუ კაი აბე გვყავს ბარსა ბ-ში და კიდე ვიღაც მარა ერთია და კაი შუშაა და მეორეა გამოუცდელია ახლა დაწინაურდა ბ გუნდში და ნორმალური ჩატარებული მატჩი მე არ მახსოვს. კი არის იუვენილ ა-ში პაიკი მარა იმის იმედზე ვერ ვიქნებით ასე რომ…. კარლოს ველა/გაბრიელ ბარბოსა/ობამეიანგი/პავონი/პედრო/ლაკაზეტი/ჟირუ (ბოლო ვარიანტი) ანდა თუნდაც ბაჩუაი, ანდა გამეირო ბოლოსდაბოლოს მაქსი გომესი ანარადა კავანი დოხუია ვარიანტებია
უიმე პაიკიც გაუყიდიათ ჟირონაში ფუუუუ