ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და “ლივერპული” კარის დარაჯმა, პეპე რეინამ, განაცხადა, რომ “რეალი”–”ბარსელონა” წყვილში გამარჯვებული აღმართავს ჩემპიონთა ლიგის თასს.
“ვფიქრობ, ორივე ეს გრანდი განწყობილია ძალიან ოპტიმისტურად. ისინი ძალიან კარგად აცნობიერებენ, რომ იმ ორ მატჩიან დუელში გამარჯვებული, რომელიც გაიმართება “რეალსა” და “ბარსელონას შორის, დაეუფლება ჩემპიონის ტიტულს. დღესდღეობით, “ბლაუგრანაც” და “ბლანკოსიც” ძლიერები არიან “მანჩესტერ იუნაიტედზე”. დაასრულა პეპე რეინამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, “მანჩესტერმა” 0:2 დაამარცხა “შალკე” გასვლაზე და შეიძლება ითქვას, რომ უკვე ფინალშია, რადგანაც მეორე თამაში “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართება.



