workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
4 - 2
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
დუე 38'sports_soccer ერნანდესი 72'sports_soccer ვიტინია 81'sports_soccer რუისი 86'sports_soccer
ესპარტი 55'sports_soccer იამალი 79'sports_soccer
რობერტ მორენო: ამიერიდან, ფეხბურთში აღარაფერი გამაკვირვებს

რობერტ მორენო: ამიერიდან, ფეხბურთში აღარაფერი გამაკვირვებს

ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, რობერტ მორენომ ერნესტო ვალვერდეს “ბარსელონადან” გაშვების მაგალითი მოიხმო იმის დასამტკიცებლად, რომ თანამედროვე ფეხბურთში კარგი შედეგი მწვრთნელისთვის პოსტზე დარჩენის გარანტიას არ იძლევა.

“თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთში არაფერი მაკვირვებს, არაფერი, ამის მაგალითი თავად ვარ. მე ვიცნობ ვალვერდეს. რაც მოხდა, მისთვის კარგი ნამდვილად არ არის. მე მას პატივს ვცემ და მხარს ვუჭერ. არ ვიცნობ სეტიენს, თუმცა ვხედავდი მის გაწვრთნილ გუნდებს და მომწონს მისი სტილი. მე მას წარმატებებს ვუსურვებ. ვყოფილვარ “ბარსელონაში”, ბარსელონადან ვარ და კლუბის ფეხბურთელებს შორის მეგობრებიც მყავს.” – ციტირებს მორენოს სიტყვებს Tribuna.

მორენო, ჯერ “ბარსელონაში”, ხოლო შემდეგ ესპანეთის ნაკრებში ლუის ენრიკეს ასისტენტად მუშაობდა, მაგრამ ლუჩოს პირადი ტრაგედიისა და გუნდიდან წასვლის შემდეგ, “ლა როხას” თავკაცი თავად გახდა. მისი მწვრთნელობისას ნაკრებმა 7 გამარჯვება მოიპოვა, ორი თამაში ფრედ დაასრულა და ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიც წარმატებით დასძლია. ლუის ენრიკეს დაბრუნების შემდეგ მორენო გაათავისუფლეს და ახლა იგი “მონაკოს” წვრთნის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (24)

  • ozbeta
    schedule 17 იან 2020, 14:32
    #24

    ვალვერდე შეიძლება კარგი მწვრთნელია ბილბაოსთვის, ესპანიოლისთვის, მაგრამ ბარსას სტილი სულ სხვაა, ტემპი, შეტევა, ბურთის ფლობა. , სრულიად აცდენილი იყო ბარსას სტილი ვალვერდეს ტაქტიკასთან. არასანახაობრივი და უინტერესო გახადა გუნდი და მაინცდამაინც ბევრი ტიტულიც ვერ მოიგო

  • ni-ck
    schedule 17 იან 2020, 01:46
    #23

    არიყო ცუდი მწვრთნელი უბრალოდ გუნდი არაა ფორმაში აღარ ყავს ბურთის დამჭერები მხოლოდ მწვრთნელის ბრალი არაა

  • Gnidius
    schedule 17 იან 2020, 00:58
    #22

    გასაშვები იყო აბა არ იყო.ჯერ სემედუს ვერ გაუგო ვერაფერი.მერე რობერტო სად დაეყენებინა ვერ ხვდებოდა.მერე ხედავ ვიდალი გიჟივით თამაშობს მარტო დარბის როჟა თავს იკლავს და რაკიტიჩს ათამაშებს.კოუტინიო გააფუჭა მასტი შუაში თამაშობს გრიზოსი არ იყოს და კრაიზე ათამაშებს.იტოკში რა.გასაშვები იყო რომას მერე ეგ

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 16 იან 2020, 23:42
    #21

    ციტატა: azulgerana
    გვარდიოლა გააგდო ბაიენმა.


    პირიქიიიიით, გვარდიოლამ თქვა უარი კონტრაქტის გაგრძელებაზე!!! მთელი ბავარია მის დარჩენას მოითხოვდა,მაგრამ უარი მიიღეს. ანჩელოტიმ დაბოღმილმა თქვა გასულ წელს,რომ ოდესმე გვარდიოლასაც გააგდებენ,რადგან ყველაფერი ხდებაო joy joy .