ედერ სარაბია – კიკე სეტიენის გიჟი ასისტენტი

ედერ სარაბია – კიკე სეტიენის გიჟი ასისტენტი

რამდენიმე დღის წინ, კიკე სეტიენი “ბარსელონას” ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა. მან კატალონიურ კლუბში თავისი ასისტენტი, ედერ სარაბიაც მოიყვანა.

As გვთავაზობს რამდენიმე საინტერესო ფაქტს ედერის შესახებ:

  • სარაბია ემოციური ადამიანია. ის მოთამაშეებს კიკე სეტიენის დავალებებს აცნობს, როგორც ვარჯიშებზე, ასევე მატჩების მიმდინარეობისას.
  • მისი ასეთი ემოციურობის გამო, ედერი მაღალი ინტენსივობის ვარჯიშების ჩატარებაზეა პასუხისმგებელი.
  • სეტიენი და სარაბია ერთად 2015 წლიდან მუშაობენ (“ლას პალმასი” და “ბეტისი”).
  • საინტერესოა ისიც, რომ კიკე და ედერის მამა, მანუ სარაბია “ლოგრონესში” ერთად თამაშობდნენ (1988-1991).
  • სარაბია ლიონელ მესის ფანია.
  • სხვა ცნობილი ადამიანებისგან განსხვავებით, ედერი პირადად მართავს თავის სოციალურ მედიას.
  • სარაბიას, ისევე, როგორც “ბარსელონას” ყოფილ დამრიგებელს, ლუის ენრიკეს, უყვარს ველოსპორტი.

აქვე გავიხსენოთ გასული წლის სახალისო ამბავი, რომელიც სამეფო თასის ნახევარფინალში მოხდა (“ვალენსია” – “ბეტისი”). მატჩი “ღამურების” გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

იხილეთ ვალენსიელთა განაწყენებული მარცხენა მცველის, ხოსე გაიას მატჩის შემდგომი კომენტარი, რომელიც Marca-მ გაავრცელა (01/03/2019): “ის მთელი მატჩის განმავლობაში მიყვიროდა და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სარაბია ამას აკეთებს – ის პირველ მატჩშიც და გასულ სეზონშიც ამას აკეთებდა. მან პროფესიონალებს მშვიდად მუშაობის საშუალება უნდა მისცეს.”

გაიამ მატჩის მიმდინარეობისას კიკე სეტიენსაც კი უსაყვედურა: “წარმოუდგენელია, რომ მას ასე მოქცევის უფლებას აძლევ.”

[media=https://www.instagram.com/p/B4TLth6INtO/?utm_source=ig_web_copy_link]

[media=https://www.instagram.com/p/B3kVsaUIphJ/?utm_source=ig_web_copy_link]
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (16)

  • Barca 6-1psg
    schedule 18 იან 2020, 16:47

    1
    Ttbsmdd

  • Bobi
    schedule 16 იან 2020, 16:16

    მაგარი კაცია 😂 იმენა ესეთი ხასიათის მქონე ტიპი აკლდა გუნდს იმედია დადებით მუხტს შემოიტანს ფეხბურთელებში და ყვირილში გინებას არ მოიაზრებს😂

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 16 იან 2020, 16:06

    ციტატა: sergio busquets5
    ლუის ენრიკეს ასისტენტს რა ერქვა ხომ არ გახსოვთ???


    ხუან კარლოს უნსუე

  • sergio busquets5
    schedule 16 იან 2020, 16:00

    ლუის ენრიკეს ასისტენტს რა ერქვა ხომ არ გახსოვთ???

  • M10 S9 D11
    schedule 16 იან 2020, 15:35

    კაკ რაზ ეგეთი კაცი გვაკლდა სამწვრთნელო შტაბში მიდი ჯიგარო არ დაინდო თამაში დროს ესენი უღრიალე არ მოადუნო

  • BEQA BARCA
    schedule 16 იან 2020, 15:18

    ეს ვიღაც მაგარი გიჟი ყოლია და კაიააა.

  • MESSI-N1 4ever
    schedule 16 იან 2020, 14:54

    ძაან მუღამში არ შეხვიდე და მესისთან არ აუწიო ხმას :დდდდდდ

  • Kolxi
    schedule 16 იან 2020, 14:49

    მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელს უყვიროდა და არა თავისას,აჭრა ფეხბურთელი

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 16 იან 2020, 14:36

    ნეტა ალბა სცემოს, ენფილდის შემდეგ მაგას ვნატრობ.

  • me da barca
    schedule 16 იან 2020, 14:15

    სიმეონე ხელ-ფეხს იქნევს, ყვირის, მაგრამ არავის არ სძულს. პირიქით მოდუნების და ძილის საშუალებას არ აძლევს.

  • dembelle
    schedule 16 იან 2020, 13:38

    მაგარი კაცია ჰაერივით გვჭირდება ესეთი ხალხი

  • Mes cue un club 1899
    schedule 16 იან 2020, 13:18

    Gijia es deda****** albas ro dauyviros aman shokshi chavardeba

  • Bebeto
    schedule 16 იან 2020, 13:08

    Aranormunuli tipi eklo barcas

  • GioLaca19
    schedule 16 იან 2020, 13:08

    კაია , ცოცხალი ხალხი გვჭირდება სამწვრთნელო შტაბში

  • F C BARCELONA
    schedule 16 იან 2020, 13:06

    ძალიანაც კარგი კიარ უნდა უყვირო დატისკო უნდა ყველა სათითაოდ არცერთ მათგანს არ უნდა შეეძლოს მოედანზე მოდუნება და ყოველ თამაშში მაქსიმუმი დადოს… P. S მესის ნუ გააქცევ

  • Bola
    schedule 16 იან 2020, 13:05

    მესის არ დაუყვირო ბიჭო შემთხვევით ან რამე აე წამოგცდეს ცუდად თორე გაგაგდებენ :დდდ