workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დი მარციო: ტოდიბო “შალკეში” გადადის

დი მარციო: ტოდიბო “შალკეში” გადადის

20 წლის ფრანგი ცენტრალური მცველი ჟან-კლერ ტოდიბო გერმანულ “შალკეში” გადასვლასთან ახლოსაა. ამ ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით, “ბარსელონას” ახალგაზრდა უკანახაზელი “მილანს” უახლოვდებოდა, მაგრამ გუნდები პირობებზე ვერ შეთანხმდნენ.

დი მარციოს მტკიცებით, ტოდიბო “შალკეში” 6-თვიანი იჯარით გადავა და გელზენკირხენელებს სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.

ჯერჯერობით, “შალკესა” და ტოდიბოს შორის ხელშეკრულება გაფორმებული არაა, რადგან ფეხბურთელი საუდის არაბეთში იმყოფება.

დი მარციოს ინფორმაციას ადასტურებს ავგტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild, რომლის ცნობითაც, “შალკეს” სპორტული დირექტორი იოხენ შნაიდერი ბარსელონაში იმყოფება.

თუ ტოდიბო “შალკეში” გადავიდა, ის ხუან მირანდას შეუერთდება, რომელიც გერმანულ კლუბში ასევე “ბარსელონადანაა” განათხოვრებული.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • M10 S9 D11
    schedule 08 იან 2020, 23:31
    #4

    ძაან იცის ახლა დი მარციომ სად მიდის ტოდიბო

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 08 იან 2020, 19:48
    #3

    გერმანიაში არ ღირს გაშვება

  • Barca_MNS
    schedule 08 იან 2020, 17:32
    #2

    ადრე უნდა გაეშვათ, ტონუსსში ამინც იქნებოდა – ტიპმა დაივღალეო smile ეს ადამა ტრაორეს დამატებაზე იმედია ჭორებია 70 მლნ. მითუმეტეს უზომოდ ბევრია
    ეჰ

  • Wtf man
    schedule 08 იან 2020, 17:26
    #1

    ძაან კარგი აზრია თუ ათამაშებენ ხოლმე იმედია მოიხოდება და ამ ზაფხულს დაბრუნდება