workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
MD: “ბარსელონას” ხელმძღვანელები ვერ თანხმდებიან

MD: “ბარსელონას” ხელმძღვანელები ვერ თანხმდებიან

თუ Sport ამტკიცებს, რომ “ბარსელონაში” არტურო ვიდალის მომავალთან დაკავშირებით აზრის ერთიანობაა, კიდევ ერთი ავტორიტეტული ესპანური გამოცემა, Mundo Deportivo, გვამცნობს, რომ კატალონიური კლუბის ხელმძღვანელები ვერ თანხმდებიან. 

ხელმძღვანელების ნაწილს ჩილელი ნახევარმცველის შენარჩუნება სურს. მათ შორისაა გუნდის მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე, რომელიც ფეხბურთელს ამ საკითხზე ესაუბრა და სცადა დაერწმუნებინა, რომ ტრანსფერზე უარი თქვას. 

კლუბის სხვა ლიდერებს ვიდალის გაშვება იმის გამო სურთ, რომ მან ფეხბურთელთა კავშირს და ესპანეთის საფეხბურთო ასოციაციას, გადაუხდელი ბონუსების გამო, “ბარსელონას” წინააღმდეგ საჩივრით მიმართა. 

არტურო ვიდალი მილანის “ინტერის” ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • Pique_3
    schedule 07 იან 2020, 13:00

    ერთი ეს კაცი ბრძოლობს ბოლომდე და ჟილკითაა სუულ და ესეც გაუშვით და რობერტო დატოვეთ😕😢

  • me da barca
    schedule 06 იან 2020, 23:27

    არიოლი თუ რეშკა.

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 06 იან 2020, 23:25

    უნდა დარჩეს ვიდალი.

  • M10 S9 D11
    schedule 06 იან 2020, 22:44

    ხელი არ დაედოს ვიდალს

  • nikusha
    schedule 06 იან 2020, 22:44

    ზაფხულამდე დავტოვოთ მერე გავუშვათ ეს და რაკიტიჩი და დავიბრუნოთ ალენია დავაწინაუროთ რიკი და ეგაა