“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე ბონუსებთან დაკავშირებით არტურო ვიდალის მიერ კლუბის წინააღმდეგ წამოწყებულ სამართლებრივ დავას (რომელიც ჩილელმა ფეხბურთელმა წააგო) ეხმაურება.
“როცა საქმე კონტრაქტებს ეხება, გასნხვავებული აზრი ხშირად იქმნება და ეს საკითხები კლუბის შიგნით წყდება.
არტუროს აქ ყველა კარგად ვიცნობით, მის მიმართ დამოკიდებულება არ შეცვლილა. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, ახლა ის ვარჯიშობს და დარწმუნებული ვარ, ეს პროცესები თამაშზე გავლენას არ მოახდენს”. – ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს ESPN.




Mere sxvis galatze laparakobt tipi saastavis kaci ro verasodes iqneba gadmosvlis dgidan icodaa da puli mounda dzmas gaatriet gaushvit sadme araa es arc barcas stilis da arc gunds scems pativs mainc shesavsebia gundi axali pegburtelebit da tyuilad ikavebs adgils amis wasvlit an puchs daawinaureben an coutinios daaibruneben
არაფერი ბარსას არ დაურღვევია, იგივე ზღაპარია ეს საჩივარი როგორც ნეიმარის ჩივილი. უბრალოდ ორივე წასვლას აპირებდა და ანკესი გადააგდეს ეგებ ერთი ორი მილიონი ზედმეტი მოვიგოთო.
იასნა ვალიკო მაგაში მაინც გაქ დადებითი თვისება.შეილება ნებისმიერ მწვრთნელს ვიდალი ამის მერე დაეკიდებინა ვალო დღეს გვათამაშე შემტევი ფეხბურთი პირველი ტაიმი მაინც 😍😍
აბა რა წესია კონტრაქტის პირობებს რო ურღვევენ მომინდომა აჩკარიკამ ფულების მოტეხვა
რა უაზროდ გაიტეხა სახელი ვიდალმა,ცოტა მეტი ფიქრი მართებდა.