“ბარსელონას” სარეზერვო გუნდი ალბანელი ფეხბურთელით გაძლიერდება – კატალონიური კლუბი რეი მანაის იმატებს, რომელიც ბოლოს “ალბასეტეში” თამაშობდა.
ზოგიერთი წყარო ფეხბურთელს უკვე “ბარსა ბ”-ს წევრად თვლის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით კი ოფიციალური შეთანხმების გარდა ყველაფერი მოგვარებულია.
მანაი 22 წლისაა და ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაშობს. ის 2015-18 წლებში მილანის “ინტერის” წევრი იყო, მაგრამ იტალიურ კლუბში თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა და ესპანეთის მეორე დივიზიონში აღმოჩნდა.



რავი ბარსა ბ ეს დონეზე კი ითამაშებს. საერთოდ არ გვყავს სტაბილური გამტანი ბ გუნდში და იმიტომაც ვართ მესამე დივიზიონში. აბელ რუისი მიდის და იმის შემცვლელად მოდის ეს. რუიზი საერთოდ არაა გოლეადორი. ბოლოს ძალიან აღარ მომწონდა მაგის ზანტი თამაში
ესღა გვაკლდა
მორიგი 20 თეთრიანი ფეხბურთელი