workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფერნანდო მორიენტესი: მესიზეა დამოკიდებული, მოიგებს თუ არა “რეალი” ლა ლიგას

ფერნანდო მორიენტესი: მესიზეა დამოკიდებული, მოიგებს თუ არა “რეალი” ლა ლიგას

“რეალის” ყოფილი ფეხბურთელი, ფერნანდო მორიენტესი ფიქრობს, რომ ლა ლიგას მადრიდული კლუბი მოიგებს, თუმცა ის ბოლომდე დარწმუნებული არ არის, რადგან “ბარსელონას” ლიონელ მესი ჰყავს.

“გული მეუბნება, რომ ლა ლიგას “რეალი” მოიგებს, თუმცა ეს მესიზეა დამოკიდებული. როცა კრიშტიანუ მადრიდულ კლუბში თამაშობდა, ესპანეთის ჩემპიონატი უფრო დაძაბული იყო.”

“ორივე გუნდი უმაღლეს დონეზე თამაშობს. ნამდვილი სეზონი თებერვალში დაიწყება. თებერვლიდან უკეთ ჩანს, რამდენად კარგად არიან გუნდები მომზადებულები.”

“გუნდი, რომელიც უკეთესად იქნება მომზადებული, ლა ლიგას მოიგებს.” – ციტირებს ფერნანდო მორიენტესის სიტყვებს Goal.

გასულ დეკადაში “სამეფო კლუბმა” ლა ლიგა მხოლოდ 2-ჯერ მოიგო (2011-12 და 2016-17). ბოლო ათწლეულში ესპანეთის ჩემპიონატში “ბარსელონა” და ლიონელ მესი დომინირებენენ – “ბლაუგრანამ” ტიტული 7-ჯერ მოიგო, ხოლო კატალონიური კლუბის კაპიტანი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი 6-ჯერ გახდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 30 დეკ 2019, 19:50

    კრისწინა დაძაბული ლალიგა არ გაიშვას joy ,სამეფო მონების მონა ლიდერი joy .

  • M10 S9 D11
    schedule 30 დეკ 2019, 17:30

    შენ გული ბევრ სისულელეს გეუბნება მარა სულ კი არ უნდა დაუჯერო

  • me da barca
    schedule 30 დეკ 2019, 17:30

    მიხოსი არ იყოს. მესი დაადებს რეალს საფლავის ქვას, სადაც ეწერება. "დაგადოთ მესიმ".
    😂😂

  • duggu
    schedule 30 დეკ 2019, 16:37

    რეალს ოცნება თუ დარჩება მარტო თორე კუტუს მოიგებს😂😂😂