workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავიმ 2009 წლის “ელ კლასიკო” გაიხსენა: “ბერნაბეუზე” დომინირება შესანიშნავი გრძნობაა

ჩავიმ 2009 წლის “ელ კლასიკო” გაიხსენა: “ბერნაბეუზე” დომინირება შესანიშნავი გრძნობაა

“ბარსელონას” ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა 2009 წლის ცნობილი “ელ კლასიკო” გაიხსენა, რომელშიც “ბლაუგრანამ” “რეალი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაანადგურა (2:6).

“ეს გასაოცარი იყო. ანგარიში თვალშისაცემია, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორ ვითამაშეთ. ის გრძნობა, რასაც “ბერნაბეუზე” დომინირებისას განიცდი… აქამდე, თავი ასე არასდროს მიგვრძვნია. წლების წინ, მათ სტადიონზე ქულის მოპოვება კარგ შედეგად ჩაითვლებოდა, თუმცა 2009 წელს მოგება გვჭირდებოდა, რათა ლიდერობა გაგვემყარებინა. ეს შესანიშნავი გრძნობა იყო.” – ციტირებს ჩავი ერნანდესის სიტყვებს La Vanguardia.

აღსანიშნავია, რომ ამ თამაშში ჩავიმ 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

იხილეთ სრული მატჩის ვიდეო:

[media=https://youtube.com/watch?v=I6vM1Ydb0R8]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • M10 S9 D11
    schedule 29 დეკ 2019, 17:35

    ეეე ეხლა გვყავდე მაესტრო ცენტრში შენ და დონი და მეტი არ მინდა არაფერი

  • Andres_Iniesta
    schedule 29 დეკ 2019, 13:32

    რამაგარი იყო, ეს დრო.

    საუკეთესოოო წეელი

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 29 დეკ 2019, 12:55

    ამ მატჩიდან დაედო საფუძველი ბერნაბეუს ბერნალეოდ გადაქცევას,რაც შემდგომ 10 წლეულში,არნახული წარმატებით განხორციელდა,თუმცა ამ კონკრეტულ მატჩში ხავის ბენეფისი შედგა,ძაააან მაგარი იყო მაესტრო👌👌👌👌

  • Tariel Turmanidze
    schedule 29 დეკ 2019, 12:40

    საუკეთესო გუნდი იყო heart_eyes