“ბარსელონას” 21 წლის ნახევარმცველმა, კარლეს ალენიამ, დღეს გუნდი დროებით იჯარით დატოვა. ესპანელი ფეხბურთელი მომდევნო 6 თვეს “რეალ ბეტისში” გაატარებს.
Mundo Deportivo-ს ცნობით, ალენიას სხვა შეთავაზებებიც ჰქონდა, ყველაზე მეტად კი “მილანი” აქტიურობდა. პაოლო მალდინი ფეხბურთელის მამას პირადადაც ესაუბრა და იტალიური კლუბის შეთავაზება გააცნო.
თავდაპირველად, “მილანს”, რომელსაც მორიგი წარუმატებელი სეზონი აქვს და სერია ა-ს სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილს იკავებს, სრული ტრანსფერი სურდა, თუმცა როცა მათთვის ცნობილი გახდა, რომ ალენიას “კამპ ნოუს” დიდი ხნით დატოვება არ სურდა, მათ კარლესს 18-თვიანი იჯარა შესთავაზეს.
ალენიამ “ბეტისში” გადასვლა არჩია, რადგან სათამაშო პრაქტიკის მიღება ლა ლიგაში სურდა, თანაც, “ბარსელონაში” მისი დაბრუნება გარანტირებული იქნება.
ამაზე ნაკლებად ნიჭIერებსაც უთამაშიათ უფრო დიდი ფეხბურთი. მთავარია მწვრთნელი მოვიდეს შესაბამისი. პოჩეტინიოს პეპის ან კლოპის დარი მწვრთნელი ამისგან ფაბიან რუისზე ნაკლებს არ დადებდა. აი გვარდიოლა მაგრად განავითარებდა დარწმუნებული ვარ
მილანი ისეთ დღეშია ბეტისიც კი სჯობია
არადა ამ ბიჭს მაგარი დრო ქონდა წინა სეზონში თითქმის ყველა თამაში ითამაშა და ამ ბიჭის დაბრუნება შეიზლება სკამისთვის რათქმაუნდა ისევ