“ბარსელონა ბ”-ს მთავარმა მწვრთნელმა, ხავიერ გარსია პიმიენტამ კატალონიური კლუბის ახალგაზრდა ტალანტებზე, ანსუ ფატისა და კარლეს პერესზე ისაუბრა.
“ანსუ ისეთი ფეხბურთელია, რომლის თამაშსაც 11-წლამდელთა, ან 13-წლამდელთა გუნდში უყურებ და უკვე დარწმუნებული ხარ, რომ მას “ბარსელონა ბ”-ში, ან თუნდაც პირველ გუნდში დააწინაურებენ. თუმცა, არ ველოდი, რომ ეს ასე სწრაფად მოხდებოდა. ანსუს თანდაყოლილი ნიჭი აქვს.”
“კარლესმა ის გააკეთა, რასაც ყველა ფეხბურთელი უნდა აკეთებდეს – ის გულმოდგინედ მუშაობდა. დარწუნებული ვარ, მომავალში ის ამ გუნდის მნიშვნელოვანი წევრი იქნება.”
“იმედი მაქვს, ისინი პირველ გუნდში სათამაშო პრაქტიკის მიღებას არ შეწყვეტენ. ანსუ და კარლესი ძალიან ახალგაზრდები არიან. მე მათ ვესაუბრე, ისინი სარეზერვო გუნდშიც უპრობლემოდ ითამაშებენ. კარლესთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. იმის მიუხედავად, რომ მან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, ის ჯერ კიდევ “ბარსა ბ”-ს ნომერს ატარებს, ამიტომ პერესი ჩვენს დახმარებასაც შეძლებს.” – ციტირებს გარსია პიმიენტას სიტყვებს Sport.




პერესმა ღორობას თუ არ მოუკლო ვერაფერიც ვერ დადგება მაგისგან აი ანსუ იმედია პროგრეს განაგრძობს და არ გაჩერდება
რატო ეძებთ ახალ მესის სულ ? მესის ნახევარი არ ჰყავთ გუნდებს მაგრამ ადუღებენ ყველაფერს )) გუნდი უნდა ააშენო მესის დუბლიორი კიარ უნდა ეძებო – ვერ იპოვი თორე ჰა
Mament me arc vitxov amatgan da arc aravisgan messis miaxloebasac ki. Gunds gamoadgnen mtavaria. Arc villa iyo leos donis naxevari arc etoo da arc sxva mara gundshi datoves saxeli.
მართალია ჯერ სად ვართ ამასაკში თუ ისინი ბარსაში ქაჩავენ მომავალში ალბათ ლეო და რნალდო ყველას დავიწყებული ეყოლება და ფებურთუს სენების დროს ეს ორი გაასენდებათ
ნუ ფატი იქნება თუ პერესი, არა მგონია ლეოს ნახევარი გააკეთონ. არცერთს ლეოს ჯადოსნობა ბურთთან ურთიერთობაში არა აქვს.
ანსუმანე მაგარია ძააან👌👌👌👌