“ბარსელონას” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, არტურ მელომ Fui Clear-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი კატალონიურ კლუბში ტრანსფერი ჩაშლის პირას იყო, თუმცა საბოლოოდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
“ჩემი “ბარსელონაში” ტრანსფერი ჩაშლის პირას იყო. მოლაპარაკებები გართულდა, რადგან “გრემიო” ბევრ ფულს ითხოვდა, რაც ჩემთვის გასაგები იყო. ბოლოს და ბოლოს, ისინი მე 14 წლის ასაკიდან მზრდიდნენ. მათ ჩემს განვითარებაში დრო და ფული დახარჯეს.”
“საბოლოოდ, ტრანსფერი შედგა, რადგან “გრემიოს” პრეზიდენტთან და ხელმძღვანელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. მათ ესმოდათ, რომ ეს ჩემი ოცნება იყო.” – განაცხადა არტურმა.
შეგახსენებთ, რომ არტურში “ბარსელონამ” 31 მილიონი ევრო გადაიხადა (+9 მილიონი ევრო გათვალისწინებული ბონუსებით).




შენ ჯობია ქალებში გულაობას მოუკლო
ძაან მაგარია არტურიიი,ვიჩუქეთ ფაქტობრივად👌👌👌👌.
არ არის ცუდი ტრანსფერი. ჯერჯერობით ამართლებ.
როდის დაბრუნდებაა ნეტა🤔🤔