workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბელ რუისი “ბარსელონას” დატოვებასთან ახლოსაა

აბელ რუისი “ბარსელონას” დატოვებასთან ახლოსაა

Sport-ის ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა “ბარსელონას” ახალგაზრდა თავდამსხმელის, აბელ რუისისთვის მნიშვნელოვანი იქნება. “ბარსა ბ”-ში ბოლო დროს ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით, მას ძირითად გუნდში პრაქტიკის მიღების დიდი შანსი არ აქვს და კლუბის გამოცვლა სურს. 

ახლახანს გავრცელებული ცნობით, რუისის შეძენა “რეალ ოვიედოს” სურს. ასტურიულ კლუბს ფეხბურთელის დამატება იჯარით უნდა, მაგრამ “ბარსელონას” პრიორიტეტი სრული ტრანსფერია. 

აბელ რუისს “ვალენსიასაც” უკავშირებენ, რომლის აკადემიაშიც ის 2008-12 წლებში ირიცხებოდა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • Sergio5
    schedule 20 დეკ 2019, 11:57

    ერთი ფეხბურთელი გამახსენეთ გაგვენათხოვრებინოს და უკან დაბრუნებულს ეთამაშოს ნორმალურად მაინც

    მორჩა ამის კარიერაც ფაფუ

  • Albicelecte
    schedule 20 დეკ 2019, 00:35

    რასაც ვიდეოებს ვუყურე, ცოტათი ხე ფორვარდის შთაბეჭდილებას ტოვებს
    ახალაგზრდულ გუნდებში და ნაკრებში კიდევ სტატისტიკა შესანიშნავი აქვს
    მოკლედ რას გაუგებ დაგლეჯილ ვიდეოებს და მხოლოდ ციფრებს?! 9-იანზე ამას კი არა გრიზმანს არ აყენებს ხომ ხედავთ
    ყველაზე საუკეთესო ვარიანტია, რომ შემტევი ფილოსოფიის მწვრთნელი უნდა მოიყვანონ და ნდობა უნდა გამოუცხადოს
    თუ არა და ისევ გაყიდვა სჯობს, ცოდვას მაინც არ დაიდებენ ამისას

  • BARCELONA(iniesta)
    schedule 19 დეკ 2019, 22:06

    აუ სულ გამოქლიავდნენ რა.ეს რუისი ითვლება აკადემიის ერთ-ერთ იმედისმომცემ ფეხბურთელად.ოვიედოს უნდა იჯარა და ამათ უნდათ გაყიდვა? წესით პირიქით არ უნდა იყოს?
    მარა ამათ სატრანსფერო პოლიტიკას რო გავკარი. რა უნდა გადაიხადოს ახლა ამაში ისეთი რეალ ოვიედომ?

  • nikusha
    schedule 19 დეკ 2019, 20:31

    იჯარა კაი ვარიანტია რავი მე მეიმედება ისევე როგორც სუას