გუნდმა ვარჯიში დღეს დილით გამართა მინდორზე, სადაც დღეს ღამით, პრიმერა დივიზიონის 34-ე ტურში ”ოსასუნას” უმასპინძლებს.
მოედანზე სავარჯიშოდ ზუსტად ის 19 ფეხბურთელი გამოვიდა, რომლებმაც პარასკევის სესიაზე ივარჯიშეს. მათ შეუერთდათ ”ბარსა ატლეტიკის” მარჯვენა მცველი, მონტოია. ასევე ვარჯიშობდა ტიაგო ალკანტარა. კარლეს პუიოლი აგრძელებს ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს. ”ოსასუნასთან” მატჩში გვარდიოლას აბიდალის, ადრიანოს და ბოიანის თამაშის საშუალება არ მიეცემა.
მატჩისწინა ვარჯიშზე მცირე წვიმის შემდეგ მზე გამოვიდა. ”ბლაუგრანას” ფეხბურთელებმა ერთად ივახშმეს ”ნოუ კამპზე”, ხოლო შემდეგ მიიღეს თავასუფალი დრო 18-30 საათამდე, ამ დროს გუნდი სტადიონზე შეიკრიბება.
მატჩი ”ბარსელონასა” და ”ოსასუნას” შორის ”ნოუ კამპზე” თბილისის დროთ დღეს, 22 საათზე დაიწყება.

