“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი მარტივად გადალახა, კატალონიელებმა ჯგუფში პირველი ადგილი მე-5 ტურში გაინაღდეს.
“ლურჯ-ბროწეულისფრები” ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 1/8 ფინალში მეტოქეს ელოდებიან, შესაძლო მეტოქეების სია კი ასეთია: “ტოტენჰემი”, “ატალანტა”, “ნაპოლი”, “ლიონი” და “ჩელსი”.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრა ორშაბათს, 16 დეკემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება, პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი შემოგთავაზებთ.
ჩემპიონთა ლიგა თებერვლის მეორე ნახევარში განახლდება, 1/8 ფინალური მატჩები 18 მარტს დასრულდება.




ტოტენჰემითან შეხვედრა კაი იქნება მარა. სუსტია არაა და ეგ მაშინებს.
ატალანტა მინდა
ყველა რომ დიდ გულზე ხართ მოვუგებთ ნებისმიერსო, დაგავიწყდათ მწვრთნელი ვინ გვყავს და რა ამაზრზენ ფეხბურთს თამაშობენ წელს. იმედია ატალანტა შეგვხვდება.
კენჭისყრის მეთოდები დახვეწეს თუ ისევ ძველებურად მუშაობენ?
ჩვენ მგონი ისევ ლიონს შეგვახვედრებენ.
მოვიდეს ნალუბოი თუმცა ატალანტა ან ჩელსი თუ შეგვხვდება უფრო კარგი იქნება
ეგ ხო გამორიცხულია. ჩელსი ან ტოტე. რეალს კიდე ლაიფციგი
ატალანტა მოვიდეს, ერთხელ ჩვენც გაგვიმართლოს
რა თქმა უნდა ყველას ვათრევთ,მოვიდეს ნებისმიერი. ნაპოლი არ მინდოდა,რადგან ანჩელოტი პლეიოფის ოსტატია,თუმცა უკვე გაუშვეს და ჩამოიწერა ნაპოლიც.
იმედია ლიონი არ იქნება…. მიუხედავად იმისა რო ჟოზესბ-ბარსასთან დაპირისპირება მაინტერესებს ტოტეც არა , ცოდოა გამოვარდნისთვის… ნუ ნაპოლი და ჩელსი საინტერესო იქნება ორივე.