workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ელ კლასიკოს” არბიტრი ცნობილია

“ელ კლასიკოს” არბიტრი ცნობილია

18 დეკემბერს გასამართი “ელ კლასიკოს” მსაჯი ცნობილია. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, “ბარსელონასა” და “რეალის” დაპირისპირებას ალეხანდრო ხოსე ერნანდეს ერნანდესი განსჯის.

37 წლის არბიტრი “ელ კლასიკოს” მთავარი მსაჯი მეოთხედ იქნება. აქამდე ჩატარებულ 3 შეხვედრაში სრული თანაფარდობაა – თითო მოგება გუნდებს, 1 ფრე, 6-6 გატანილი გოლი.

ერნანდეს ერნანდესმა “კლასიკოში” პირველად 2016 წლის აპრილში იმსაჯა. “კამპ ნოუზე” გამართული ის თამაში “რეალმა” 2-1 მოიგო. შეხვედრის 82-ე წუთზე სერხიო რამოსმა წითელი ბარათი მიიღო.

ერთი წლის შემდეგ, სტუმრად უკვე “ბარსამ” მოიგო, ანგარიშით 3-2. სერხიო რამოსმა ისევ წითელი ბარათი მიიღო, ამჯერად 77-ე წუთზე.

გაძევების გარეშე არც მე-3 “კლასიკოს” ჩაუვლია. 2018 წლის მაისში, “კამპ ნოუზე” 2-2 დასრულებული შეხვედრის 44-ე წუთზე, ერნანდესმა წითელი სერჟი რობერტოს უჩვენა. იმ შეხვედრაში, მას მე-2 ფეხბურთელის გაძევებაც მართებდა, მაგრამ მსაჯმა გარეთ ბეილი აშკარად დაინდო.

“ბარსელონას”, ერნანდეს ერნანდესის მსაჯობით გამართულ 22 შეხვედრაში 15 მოგება, 4 ფრე და 3 წაგება აქვს. ბურთების შეფარდება – 67-26. კატალონიელებმა 44 ყვითელი და 1 წითელი ბარათი მიიღეს.

ამ არბიტრის მსაჯობით ჩატარებულ 20 მატჩიდან “რეალმა” 12 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 6 წააგო. ბურთების შეფარდება 50-26. მადრიდელებმა 45 ყვითელი და 4 წითელი ბარათი მიიღეს.

საინტერესოა, რომ ალეხანდრო ხოსე ერნანდეს ერნანდესს “კლასიკოში” მსაჯობის შანსი წინა სეზონშიც ჰქონდა, მაგრამ თამაშამდე მცირე ხნით ადრე მან ტრავმა მიიღო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • Don_Andresito
    schedule 25 თებ 2020, 01:11
    #9

    სამარცხვინო მსაჯი

    ის თასის ფინალი 2014 ში კიდე მესტალიაზე იყო და არა კამპ ნოუზე

  • ნელსონ სემედუ
    schedule 24 თებ 2020, 23:45
    #8

    საზიზღარი მსაჯია ეს

  • M10 S9 D11
    schedule 24 თებ 2020, 23:31
    #7

    მეზიზღება ეს მსაჯი იმედია უკანალს არ მისცემს რეალს

  • B.A.r.c.A
    schedule 24 თებ 2020, 21:22
    #6

    Imedia amis gadasawyveti ar iqneba da damajereblad moigebs barca

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 24 თებ 2020, 20:50
    #5

    მალუმამ დაგასწროთ,თან ამომწურავად მოგვაწოდა ინფორმაცია😂😂.

  • BarcelonaFanTV
    schedule 24 თებ 2020, 20:49
    #4

    მოგებას ვუსურვებ გუნდს

  • M10 S9 D11
    schedule 10 დეკ 2019, 02:32
    #3

    ეს ის მსაჯია რობერტო რო უსამართლოდ გაგვიგდო ფუ ამის იმედია ეხლაც არ გაგვიგდებს ვინმეს უსამართლოდ

  • nika 54
    schedule 09 დეკ 2019, 20:44
    #2

    ციტატა: MALUMA
    ალეხანდრო ერთ-ერთი საუკეთესო მსაჯია ლა ლიგაში 2017 წლის ელ კლასიკო რეალში 90+2 წუთი რობერტოს სპრინტი ალბას პასი მესის დარტყმა გოლი ცენტრში ბურთის გათამაშება ეგრევე სასტვენი 2016 წლის ელ კლასიკო (ბეილის არჩათვლილი გოლი) წავაგეთ მაგრამ ისეთი გოლი გაუუქმა მაგ დროს რომ ვერ გავიგე ჯარიმა დადო თუ თამაშგარე და 2018 წლის ელ კლასიკო კამპ ნოუზე სერხი რობერტო გასაგდები იყო და მეორე ტაიმში რეალს 100% პენალტი არ დაუდო VAR-იც არ გამოიყენა მიყვარს ეს მსაჯი პერესის შნირი არ არის!

    2018 წლის ელ კლასიკოში კიდე დამხმარე მსაჯმა ანიშნა რომ სუარესი ვარანზე ჯარიმდებოდა და მაინც აცალა შეტევის დამთავრება ლეომ შეაგდო სუას პასით და VAR არც აქ გამოიყენა!

    MALUMA]ალეხანდრო ერთ-ერთი საუკეთესო მსაჯია ლა ლიგაში 2017 წლის ელ კლასიკო რეალში 90+2 წუთი რობერტოს სპრინტი ალბას პასი მესის დარტყმა გოლი
    აქ ერთი კაცი გამოგრჩა რობერტომ ალბას კი არა გომეშს გადასცა და აი გომეშმა ბევრი იფიქრა თუ ცოტა ალბას გაუგდო…მერე ყველას გვახსოვს.

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: MALUMA
    სერხი რობერტო გასაგდები იყო

    ამაში არ გეთანხმები მარსელოს ბრალი იყო და მანამდე ჯარიმდებოდა პროვოკატორი კრისა მარსელო. ბეილს კიდე ისეთი აპატია რო რავი. ვინისიუსს და კაზემიროს რო აპატიეს ეგეთი თითქმის. პერესის მონა კიდე ზოგადად არავინაა მარა თუ მოინდომებს დაამონებს. წელს ლა ლიგა გვიწევსო და გაქანებული მარაზმი მიდის უკვე ასე რომ ეგეც ყველაფერს გააკეთებს ჩვენ პროტივ აი ნახავთ

    რობერტო კანონით იყო გასაგდები თორემ, ფაქტიურად ახვარმა მარსელომ პროვოკაციაზე წამოიკიდა, ჯერ თვითონ არასათამაშო მომენტში კრა ზურგში და ამ გამოუცდელმაც უპასუხა.
    ბეილი გასაგდები იყო პირდაპირი წითელით: უმტიტს ფეხი უკნიდან კანჭში ჩაარტყა(მახსოვს სტატია: 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინა მსაჯთა სემინარებზე მსაჯებს პირდაპირი წითელის
    მაგალითად ეს მომენტი მოუყვანეს)

  • Don_Andresito
    schedule 09 დეკ 2019, 17:56
    #1