workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბეგისტაინი: რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმსახურებდით ჩემპიონობას

ბეგისტაინი: რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმსახურებდით ჩემპიონობას

 კატალონიის “ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა ჩიკი ბეგისტაინმა “ვალიადოლიდთან” გამარჯვების შემდეგ (4:0) მადრიდის “რეალს” მეორე ადგილი მიულოცა, იუწყება AS.

“ჩვენ უნდა მივულოცოთ “რეალსაც”, რადგან ისინი დაგვეხმარნენ ისტორიაში საუკეთესო სეზონი ჩაგვეტარებინა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმსახურებდით ესპანეთის ჩემპიონატის მოგებას, რადგან მთელი სეზონის განმავლობაში ბრწყინვალე თამაშსა და ბრწყინვალე შედეგებს ვაჩვენებდით”, – განაცხადა ბეგისტაინმა.

რაც შეეხება მის მომავალს, ჩიკიმ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს თავის თანამდებობაზე დარჩენას იმ შემთხვევაშიც კი, თუ სხვა პრეზიდენტი ეყოლება კლუბს.

წყარო: Barca.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში