ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” კაპიტანი, იკერ კასილიასი, დაუბრუნდა “მარკას” მიერ გავრცელებულ თემას, რომელიც ეხება კატალონიის “ბარსელონას” მცველს, ხერარდ პიკეს.
შეგახსენებთ, რომ ზემოთ აღნიშნულ წყაროზე დაყრდნობით, პიკემ, 32–ე ტურის შემდეგ ასეთი სიტყვებით მიმართა მადრიდელებს: “8 ქულა! 8 ქულა! ესპანელებო, ჩვენ უკვე მოვიგეთ თქვენი ჩემპიონატი! ახლა კი თქვენი მეფის თასსაც დავეპატრონებით!“. ეს ინფორმაცია კი უარყო თავად ფეხბურთელმა და თქვა, რომ “მარკამ” ტყუილი დაწერა.
კასილიასმა თავის მხრივ კომენტარი გაუკეთა ამ განცხადებას: “პიკემ ძალიან კარგად იცის რაც თქვა, მე მისი სიტყვები არ გამიგია, მაგრამ თანაგუნდელებმა გაიგეს. ხერარდი არის ძალიან მამაცი ბიჭი და სწორედ მას ვუწინასწარმეტყველებ ესპანეთის ნაკრების კაპიტნობას”. დაასრულა იკერმა.