L’Equipe-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “რენმა” “ბარსელონას” სამიზნეს, ედუარდუ კამავინგას, ფასი დაადო.
კატალონიელებს 17 წლის ფეხბურთელის შეძენა 60 მილიონ ევროდ შეეძლებათ.
ფრანგი ნახევარმცველი, რომელიც წარმოშობით ანგოლიდანაა, ევროპული ტოპ კლუბების ინტერესის სფეროში ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მოექცა, თუმცა მაშინ “რენმა” ყველა შეთავაზება უარყო.
კამავინგამ ლიგა 1-ის კლუბთან პროფესიონალური კონტრაქტი ერთი წლის წინ გააფორმა. მიმდინარე სეზონში, მას მონაწილეობა 16 მატჩში აქვს მიღებული.


Puigs mixedon
რა ამბავია 60 მილიონი ვაფშე ვინაა ეს რას წარმოადგენს
სხვები ნაგავს უკეთ ყიდიან, ვიდრე ბარსა ოქროს.
ისე ეს ანგოლიდან კი არა ანგოლადანაა წარმოშობით.