“ბარსელონასთან” მატჩამდე ცოტა ხნით ადრე, ლუსიენ ფავრი, შესაძლოა, დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლონ.
ეს საკითხი აქტუალური გერმანული კლუბის მიერ ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგების, მათ შორის “ბაიერნთან” 0-4 წაგების და ბუნდესლიგის აუტსაიდერ “პადერბორნთან” ძლივს გადარჩენილი მატჩის გამო გახდა.
გერმანულ მედიაზე დაყრდნობით Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “დორტმუნდის” პრეზიდენტმა და სპორტულმა დირექტორმა სპეციალური შეხვედრა გამართეს და ფავრის მომავალი განიხილეს.
პრესა მიიჩნევს, რომ “ბორუსიას” ხელმძღვანელები არ იჩქარებენ და შვეიცარიელ სპეციალისტს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრამდე თანამდებობიდან არ გაუშვებენ, “ბარსასთან” მატჩი კი მისთვის გადამწყვეტი იქნება.
მშვენიერი იქნება უფრო მარტივად მოვუგებთ
უნდა მოვიგოთ დიდი ანგარიშით.
უნაი ემერი გავიწყდება და სოლსკიაერი
არავის პატიობენ შეცდომებს გარდა ვალიკოსი, ეს სი,ი ხელშეუხებელია.