“ბარსელონას” არგენტინელი ლეგენდა ხავიერ მასკერანო, 14-წლიანი პაუზის შემდეგ, სათამაშოდ სამშობლოში ბრუნდება.
გუშინ, არგენტინულმა “ესტუდიანტესმა” გაავრცელა კლუბის პრეზიდენტის, კიდევ ერთი ლეგენდის, ხუან სებასტიან ვერონის ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ვერონი მასკერანოსთან კონტრაქტის გასაფორმებლად ჩინეთში თავად ჩავიდა.
😆 ¡Felicidad plena! 🇨🇳 Viajamos 19.000 km para darle la bienvenida a Javier a la Familia Pincha🇦🇹¡Estudiantes es tu casa @Mascherano! 👏👏 pic.twitter.com/U47lxaxKOo
— Estudiantes de La Plata (@EdelpOficial) November 23, 2019
ხავიერ მასკერანო, რომელიც ამჟამად 35 წლისაა, “ბარსელონაში” 2010-2018 წლებში თამაშობდა. კატალონიური გუნდის მაისურით მან 334 თამაში ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 19 ტიტული მოიგო.
2018 წლის იანვრიდან მასკერანო ჩინურ “ჰებეი ჩაინა ფორჩუნში” თამაშობდა.




რა დამავიწყებს მაგ თამაშს გოლესმა შეასრულა დუბლი და პაკომ მერე მასკერანოს დაარტყმევინეს პენტალტი :დდ
წარმატება ლეგენდას
ოსასუნას გაუტანა პენალტი
აბა ვის გახსოვთ მისი გატანილი ერთადერთი გოლი რა ვითარებაში გავიდა. ?
როგორ მენატრება მისი ბარსაში თამაში..
არგენტინელი პიტბული👌✊❤
წარმატებები ბებერო ლომო