დღეს “ბარსელონას” ფანები შეიკრიბებიან ვალენსიას უნივერსიტეტის ზონაში, ისევე, როგორც ეს ქნეს 2009 წელს. ამ შეკრების შემდეგ ისინი გაემართებიან “მესტალიაზე”.
დღეს ესპანეთის დროით 10.00 საათზე, ყველა “ბარსელონას” გულშემატკივარი შეიკრიბა ვალენსიაში. რაც დრო გადიოდა, მით უფრო მეტი და მეტი გულშემატკივარი ემატებოდა შეკრებილ პუბლიკას, რათა ბოლომდე გაამხნევონ “ლურჯ–ბროწეულისფერები”.
“ბლაუგრანას” ფანები
“ბარსელონას” ფანები შეკრებილ ადგილზე ერთობიან და დრო გაჰყავთ მატჩამდე, ისინი ელოდებიან უდიდეს საფეხბურთო დღესასწაულს. მათ ყველაფერი მომარაგებული აქვთ: ყელსახვევები, დროშები, მაისურები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეღებილია “ბლაუგრანას” ფერებში. ასევე რამდენიმე ადამიანი სახეზე ახატავდა დროშის ფერებს მსურველთ.
უდიდესი წარმატება
ზუსტად ორი წლის წინ, როდესაც “ბარსელონამ” იზეიმა სეზონის პირველი ტიტული, ფანები შეიკრიბნენ მატჩის შემდეგ და უამრავი გასართობი გამოიგონეს. თამაშობდნენ ფეხბურთს თავიანთ გაკეთებულ მოედანზე, მიირთმევდნენ უამრავი სახეობის საკვებს და უკრავდნენ მუსიკას სხვადასხვა ინსტრუმენტებით.
“ბარსა ტვ”–ც, რა თქმა უნდა, მათთან ერთადაა და ყველაფერს აფიქსირებს. ტელევიზიის წარმომადგენლები იმ ფანებს, რომელმაც ვერ იყიდეს ბილეთი, სთავაზობენ უყურონ ფეხბურთს დიდ ეკრანზე.
კარდონერისა და ვილარუბის ვიზიტი
ს.კ. “ბარსელონას” ვიცე–პრეზიდენტები, ხორდი კარდონერი და კარლეს ვილარუბი ეწვივნენ ფანებს. მათ არაჩვეულებრივი დრო გაატარეს “ბარსელონურ” სტილში. მათთან ერთად იყვნენ კლუბის სხვა წარმომადგენლებიც.