ესპანეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლის ერთ-ერთმა მთავარმა კანდიდატმა, მადრიდის “ატლეტიკომ”, დღეს ლა ლიგის მე-14 ტურის შეხვედრა გამართა.
დიეგო სიმეონეს გუნდი სტუმრად “გრანადას” დაუპირისპირდა და ქულები დაკარგა – მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა. მე-60 წუთზე, ანგარიში სტუმართა მხრიდან რენან ლოდიმ გახსნა, მალევე კი ხერმან სანჩესმა გაათანაბრა.
სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს “ბარსელონა” იკავებს, რომელსაც ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული. კატალონიელებს 28 ქულა აქვთ, დიეგო სიმეონეს გუნდს კი – 25. ასევე 25 ქულაა მადრიდის “რეალის” ანგარიშზე, რომელსაც მე-13 ტურში ჯერ არ უთამაშია.

იმენა იღბალონა ავართ ლა ლიგაში კარგავენ და კარგავენ ქულებს ატლეტიკო და რეალი
მეზიზღება სიმეონეს ავტობუსი.
ვერ ვხვდები ამათ სვარკას რატო უშვებს ყოველ კვირაში სილქ უნივერსალი